„რეალმა“ მარკ გეჰიზე უარი თქვა
ესპანური გამოცემების ცნობით, იანვრის დასაწყისში მარკ გეჰისა და მადრიდის „რეალს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელზე უარი თქვა.
ამ ყველაფრის შემდეგ, გეჰის მანჩესტერ „სიტი“ დაუკავშირდა და შეთანხმებასაც მიაღწია.
აღნიშნული ინფორმაცია მადრიდში მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, თუმცა ფაქტია, რომ გაჟონა და ფანების მხრიდან დიდი კრიტიკაც დაიმსახურა.
დაცვის ცენტრში არსებული პრობლემების ფონზე, ბევრს მიაჩნია, რომ გეჰის ტრანსფერი საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
- დღეს, 11:52
- 6
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




