ალტინტოპმა ოზილი გააკრიტიკა
მიუნხენის "ბაიერნისა" და თურქეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, ჰამიტ ალტინტოპმა, მესუთ ოზილს არაპატრიოტიზმში დასდო ბრალი.
მისი აზრით, მესუთი წარმოშობით თურქია და აქედან გამომდინარე, ამავე ქვეყნის ნაკრებში უნდა ასპარეზობდეს: "საკითხი დგას, პირადი ინტერესის ლობირებაში.ოზილი გერმანიის ეროვნული გუნდის ღირსებას რომ არ იცავდეს, სატრანსფერო ფანჯარაზე ძვირად არ შეაფასებდნენ და შესაბამისად დიდი ფულის გაკეთების შანსი არ ექნებოდა.რომ არა ბუნდესნაკრებში თამაში, "რეალიც" არ მიაქცევდა ყურადღებას" - აღნიშნა ჰამიტმა.
თავის მხრივ, არც "რეალის" ფეხბურთელმა დატოვა უკომენტაროდ ალტინტოპის კრიტიკა: "დიახ მე თურქული ფესვები მაქვს, მაგრამ ჩემი წინა სამი თაობა, გერმანიაში დაიბადა და ცხოვრობს.მეც სწორედ აქ მოვევლინა სამყაროს და წლების წინ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებებში ვასპარეზობდი.წარმოუდგენელია ჩემთვის, რომელიმე სხვა ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება." აღსანიშნავია, რომ ადრე გუუს ჰიდინკმაც არ მოუწონა ოზილს არჩევანი.
შეგახსენებთ, პარასკევს გაიმართება მატჩი გერმანიასა და თურქეთს შორის, "ოლიმპიაშტადიონზე."ალბათ, ალტინტოპის "გამოხტომებმა" დამატებითი ინტრიგა შემატა მომავალ შეხვედრას.გაზეთები წერენ, რომ მიუნხენის საფეხბურთო არენაზე 30 ათასამდე თურქი აპირებს მისვლასო.აღნიშნულ დაპირისპირებას, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და თურქეთის პრემიერ მინისტრი, როჯებ ტაეპ ერდოღანი დაესწრებიან.
- 7 ოქტომბერი 2010
- 2 157
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.