არბელოა:„ასეთი თამაშების მოგება მნიშვნელოვანია“

ალვარო არბელოამ „ვალენსიას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„კარგად ვიცოდი, რომ „მესტალიაზე“ თამაში მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ თუ ჩემპიონობა გვსურს, ასეთი თამაშების მოგება მნიშვნელოვანია.“

„ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და შეასრულეს ის პროგრამა, რაც დავალებული ჰქონდათ.“

„განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ დაცვის ხაზის მწყობრი თამაშის გამო. არცერთი შეცდომა არ დაგვიშვია და მეტოქის შეტევების დროს საკმაოდ ეფექტურები და ნაყოფიერები ვიყავით.“

„დიახ, მბაპე მართლაც ჰგავს კრიშტიანოს. ის გოლების მანქანაა და ყველა მატჩში ახერხებს თავის გამოჩენას. ძალიან მსიამოვნებს ფრანგთან მუშაობა.“

„დავიდ ხიმენესისთვის ემოციური მომენტი იყო. ესპანელმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. მაქსიმალურად ვცდილობდი, მისთვის სტრესი მომეხსნა.“

„კარვახალი ეტაპობრივად უმჯობესდება. მცირე ნაბიჯებით წინ მივდივართ და მჯერა, რომ მალე დიდი დატვირთვის მიღებას შეძლებს.“

„კურტუას ნული „სეივი“ ჰქონდა, ამით ჩვენ უნდა ვიამაყოთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (95)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)