ბრაჰიმ დიასი:„„რეალი“ სეზონის გადამწყვეტ ეტაპს საუკეთესო ფორმაში შეხვდება“

ბრაჰიმ დიასმა „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“

„კალენდარი საკმაოდ რთულია, თუმცა მატჩების ჩატარება კვირაში ერთხელ გვიწევს, რაც გუნდს ენერგიის აღდგენის საშუალებას აძლევს.“

„პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, ჩვენ დავამარცხეთ „ვალენსია“, წინ კი „სოსიედადთან“ შეხვედრა გველის, რომელიც ასევე ძალიან რთული იქნება.“

„მბაპე საოცარ ფორმაშია, ის მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს, რაც პირდაპირ აისახება სამეფო კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.“

„სტაბილურობა მნიშვნელოვანია და მივიჩნევ, რომ ამ სეზონში გამარჯვებული გუნდი ის გახდება, ვინც ყველაზე მეტ სტაბილურობას აჩვენებს.“

„ახლა ლა ლიგაში ვითარება განსაკუთრებით არის დაძაბული, ჩვენსა და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 1 ქულაა.“


1

9 თებერვალი 2026 17:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 910

ახალი თქვი რამე შე ჩემისა,ეგ ყველამ ვიცით.შენ რა ჩემი დაღლილი აკეთე?ეგ თქვი,თორემ გუნდმა რომ ჩასვრილი ფეხბურთი აჩვენა წყალწაღებულ ვალენსიასთან,ეგ ყველამ ვნახეთ.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (298)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)