ასენსიო:„გუნდი თავდაჯერებულობას იძენს“
რაულ ასენსიომ „მესტალიაზე“ გამარჯვების შემდეგ შეხვედრა გააანალიზა.
„რაც ყველაზე მთავარია, „მესტალიიდან“ 3 ქულა მიგვაქვს. ეს მარტივი არ არის, ვინაიდან „ვალენსია“ „რეალის“ წინააღმდეგ ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობს.“
„თუ გავითვალისწინებთ გარემოებას, რომელიც „ღამურებს“ სატურნირო ცხრილში აქვთ, ჩვენი ამოცანა გაცილებით რთული იყო.“
„მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და მადრიდში 3 ქულით ვბრუნდებით, ახლა მთელი კვირა გვექნება „სოსიედადთან“ მატჩისთვის მოსამზადებლად.“
„მუხლის დისკომფორტი აღარ მაქვს, 90 წუთიანი დატვირთვა პრობლემას არ წარმოადგენს.“
„მეტოქე ბლოკში საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ ჩვენ აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა და უდიდესი დანაკლისის მიუხედავად, საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ.“
- დღეს, 10:00
- 78
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




