ტრენტი:„ამ დღეს დიდხანს ველოდი“
ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ამ დღეს დიდხანს ველოდი. საკმაოდ რთული ტრავმა მქონდა და რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა. ახლა 100%-ით მზად ვართ და ვეცდები, გუნდს სათანადო დახმარება გავუწიო.“
„ლა ლიგაში დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც „რეალი“, ასევე „ბარსელონა“ მატჩს მატჩზე იგებენ.“
„ვფიქრობ, თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩემპიონობისთვის სწორედ ასეთი სირთულის მატჩების მოგებაა საჭირო.“
„მომდევნო ტურში „სოსიედადის“ სახით სოლიდური მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მატჩი ბერნაბეუზეა ჩანიშნული, რაც ჩვენ დამატებით მუხტს მოგვცემს.“
- დღეს, 11:42
- 239
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




