ჩუამენი:„პინტუსმა გუნდში სიახლეები შემოიტანა“

ორელიან ჩუამენიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდში ანტონიო პინტუსმა სიახლეები შეიტანა.

„როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე გუნდი ეფექტური იყო. ასეთი მძიმე მატჩების მოგება აუცილებელია მაშინ, როდესაც ჩემპიონობა გინდა.“

„საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ და მივიჩნევ, რომ კიდევ შემიძლია მომატება. „მესტალიაზე“ ბოლომდე დავიხარჯე და მაქსიმუმი გავიღე.“

„არბელოა განსხვავებული სპეციალისტია, მასთან ერთად დრო გვჭირდება. მერწმუნეთ, ბევრი რამ შეიძლება გაუმჯობესდეს, თუმცა ყველა ფეხბურთელს სჭირდება დრო იმისთვის, რომ ახალ სისტემას მოერგოს.“

„პინტუსს ყველა კარგად იცნობს, მან გუნდში სიახლეები შემოიტანა. იტალიელ სპეციალისტს ფიზიკურ მზადებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული ხედვები აქვს.“

„გუნდმა მწყობრი ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ არ გვქონია მწვავე შეტევები, მაგრამ შევქმენით არაერთი მომენტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარი მშრალად შევინახეთ.“

„მბაპე? ის საოცარია. დარწმუნებული ვარ, ფრანგი ბომბარდირი გახდება.“


1

4 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 020

შენ როდის შეიტან სიახლეს საკუთარ თამაშში? წინა წელს უფრო მომწონდი, ნელა ვითარდები, კამავინგასი არ იყოს და რატო გადევთ ამხელა ფასი? რეალის გერბის ბრალია? თუ ჩვენ დავბრმავდით? 

-----------------------
Hala Madrid! White heart!

2

37 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 893

მართლა არ მესმის რატომაა ეს სულ ძირითადში! რეალის დონეს კი არა სოსიედადის დონეს ვერ დებს. მაქსიმუმ ჟირონაში გაქაჩოს. ისიც სავარაუდოდ. ზე უნიჭო ხეა რასაც ქვია! 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (99)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)