ხიმენესი:„გამოცდილი მცველების როლი ჩემს განვითარებაში დიდია“
დავიდ ხიმენესმა „მესტალიაზე“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ახალგაზრდა კანტერანომ მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თამაშის საშუალება მომეცა. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ალვარო არბელოას, რომელმაც შანსი მომცა.“
„დანის, ტრენტის და სხვა მცველების როლი ჩემს განვითარებაში უდიდესია, ისინი სწორ რჩევებს მაძლევენ.“
„ალვარომ მთხოვა, რომ ზეწოლა არ მეგრძნო და ისე მეთამაშა, რომ კასტილიაში ვთამაშობდი. საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ.“
„ამ მაისურს ჩარჩოში ჩავსვამ, რადგან პირველად ვიასპარეზე სასტარტო შემადგენლობაში.“
- გუშინ, 11:38
- 169
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



