კარერასი:„ბედნიერი ვარ, გუნდი „მესტალიაზე“ მოსაგებად ჩამოვიდა“
ალვარო კარერასმა „მესტალიაზე“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა. „ვალენსიას“ არც ისე სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს, მაგრამ აქ მოსაგებად ჩამოვედით და მიზანი მიღწეულია.“
„3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, ლა ლიგაში ზედიზედ ვიგებთ მატჩებს და საჩემპიონო ბრძოლაში ვართ. ჩვენი ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა.“
„გოლის გატანა? საჯარიმოში შევიჭერი და მივხვდი, რომ მანევრირებისთვის სივრცე მქონდა. მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი.“
„მბაპე ნამდვილი მხეცია, ის ყოველთვის ამწვავებს სიტუაციას და არაერთი გოლის გატანას ახერხებს. ფრანგმა ახლაც აიღო მეტოქის კარი.“
„დაცვითი სიმტკიცე ძალიან მნიშვნელოვანია. „მესტალიაზე“ კარის მშრალად შენახვა მარტივი არასდროს არის.“
- დღეს, 11:37
- 114
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



