არბელოა:„ჩემს გადაწყვეტილებებში არავინ ერევა“

ალვარო არბელოამ „ვალენსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდმა კარგად იცის, რომ „მესტალიაზე“ თამაში მარტივი არ არის, თუმცა სასწორზე მნიშვნელოვანი 3 ქულა დევს. „რეალი“ „ვალენსიას“ გამარჯვების მისაღწევად ესტუმრება. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი.“

„ვინ ბრუნდება? ცოტა ხანში ყველაფერს შევაჯერებ და ხვალ იხილავთ, ვინ დაბრუნდება გუნდში.“

„ფეხბურთელებს განსხვავებულ პოზიციებზეც უწევთ თამაში, მაგრამ პრობლემა არავის აქვს, რადგან უმთავრესი გუნდური სულისკვეთებაა. ტრავმიანობის დასრულებასთან ერთად, მოთამაშეები საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდებიან, მე მათ არაერთხელ მივეცი ამის პირობა.“

„ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენების საშუალება მივეცი, რადგან მათ ენერგიის აღდგენა სჭირდებოდათ. მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო გვქონდა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„ანტონიო პინტუსის როლი მადრიდულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ის დიდ ავტორიტეტს და გამოცდილებას ფლობს.“

„მასტანტუონო ძალიან ახალგაზრდაა, ის მადრიდში ბავშვი ჩამოვიდა. ყოველი თვე და კვირა მისი ზრდის და პროგრესის დანახვის საშუალებას გვაძლევს. არგენტინელს აქვს არნახული პერსპექტივა და განვითარებისთვის დრო სჭირდება. მჯერა, რომ ფრანკო ძალიან პროდუქტიული ფეხბურთის ჩვენებას შეძლებს.“

„ბრაჰიმ დიასი უნივერსალია, მას შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე თამაში და კონკრეტულ ტაქტიკაზე მორგება. ვფიქრობ, დიასის როლი მომდევნო მატჩებში გაიზრდება.“

„ფრან გარსიას უყვარს „რეალი“, ის ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება და ყოველთვის ცდილობს, 100%-იანი შედეგების ჩვენებას. ესპანელი ბევრისთვის სამაგალითო უნდა იყოს საკუთარი შემართებით და თავდადებით.“

„სამწუხაროდ, გუნდს როდრიგო გამოაკლდა. ბრაზილიელი მალე დაბრუნდება, თუმცა რამდენიმე მატჩის გამოტოვება მაინც მოუწევს.“

„გოეშმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რაც „ბენფიკასთან“ მოხდა. სამწუხაროდ, სამხრეთ-ამერიკელს ჩემპიონთა ლიგის ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.“

„ჩემს გადაწყვეტილებებში არავინ ერევა, სრული ავტონომია მაქვს და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობასაც ვიაზრებ.“

„ნეგრეირას საქმე რა თქმა უნდა პოპულარობით სარგებლობს. არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გადაუჭრელია, თუმცა ახლა სულ სხვა რამეზე ვარ კონცენტრირებული.“

  • Madridista
  • 7 თებერვალი 2026
  • 1 688
  • 8

1

8 თებერვალი 2026 00:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 977

ისემც შენი თავი გახმეს შე მცუანა.))))

ზიდანის გადაწყვეტილებებში ერეოდა პერესი და შენსაში აღარ ჩაერევა?))))


2

8 თებერვალი 2026 00:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 543

რომ არ გეთქვა ისედაც ჩანს რო არავინ ერევა))))


3

8 თებერვალი 2026 00:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 71

ერთადერთი ეხლა რაც რეალისთვის იდეალური იქნება კლოპი რო მოვიდეს სხვა რავი ტო 


4

8 თებერვალი 2026 00:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 010

ენდრიკს დააბრუნებენ ზაფხულშიო და რისთვის? იყოს კიდე ლიონში.საფრანგეთის ჩემპიონატში რამდენიმე გოლს გაიტანენ და ფიქრობენ უჰ მზად არისო.მარიანოს ბედს გაიზიარებს ესეც და შეეშვან 

-----------------------
Decimotercero

5

8 თებერვალი 2026 01:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 274

გაუყვები შენც ალონსოს გზას ბენფიკასთან თუ პრობლემები შეიქმნა . 


6

8 თებერვალი 2026 08:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 270
8 თებერვალი 2026 00:18, cristiano says:

ერთადერთი ეხლა რაც რეალისთვის იდეალური იქნება კლოპი რო მოვიდეს სხვა რავი ტო 

არ აქვს კლოპს მაგისი ერთი ადგილი და რითი ვერ ხვდებით მაკვირვებს, მაგას ჭირდება ძალიან დიდი დრო რომ მიიღოს შედეგო, ხოლო რეალში მაგდენს ხანს არავინ დააცდის და გაუყენებენ ალონსოს გზას


7

8 თებერვალი 2026 11:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 151

გამიხარდა ენდრიკიც ათამაშდა თქო და ლამის კაცს ფეხი მოტეხა, ეს ქაჯობა რა იციან რა... უკნიდან განზრახ ჩაარტყა ფეხი.

-----------------------
Hala Madrid! White heart!

8

8 თებერვალი 2026 18:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 428
8 თებერვალი 2026 11:01, Rustaveli1990 says:

გამიხარდა ენდრიკიც ათამაშდა თქო და ლამის კაცს ფეხი მოტეხა, ეს ქაჯობა რა იციან რა... უკნიდან განზრახ ჩაარტყა ფეხი.

დაამუღამეს ენდრიკი სხვა მოთამაშეებივით სიმულაციაზე და გაფორმებებზე არ მიდის, კიარადა ძირს დახეთქებული ეგრევე დგება და აგრძელებს, შესაბამისად ძაან ურახუნებდნენ მასაც და ბოლო "სამაგიეროა გადახდა"-ში გაიწითლა თავი. 

პ.ს კარლოსის დარტყმა თუგახსოვსთ როგორი ქონდა ყველა რო შეტევაში აყენებდა)) ამასაც ეგ სქილები აქვს))

ნიკოს და ენდრიკის მოყვანისას საინტერესო იქნება როგორ დაიგეგმება შემადგენლობა და როლები, თუ ისევ იერარქიით და ბატონყმობით აპირებენ გაგრძელებას "აქაური აუტორიტეტების" გამო სკამი ახეხინონ სჯობს სულარმოიყვანონ და განვითარების საშუალება მიცენ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (276)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)