გონსალო არჩევანს თავად გააკეთებს
გონსალო გარსიას არაერთი მსურველი ჰყავს. მხარეები ნათლად უსვამენ ხაზს გარემოებას, რომლის მიხედვითაც, ესპანელი დროებით უნდა წავიდეს, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებების 100%-ს ვერავინ შეიძენს.
ფლორენტინო პერესისთვის გონსალო პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, ამიტომ გუნდი მას არ გაყიდის.
ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებები, ან სატრანსფერო უფლებების 50%-ის გაყიდვა.
„მარკა“ იუწყება, რომ სამეფო კლუბი გარსიას იმ გუნდში გაუსვებს, სადაც გონსალო მოისურვებს.
ამ ეტაპზე ესპანელ ფეხბურთელს „მილანი“ და პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი ეპატიჟება. თუ გონსალო „როსონერის“ აირჩევს, „რეალი“ მას ხელს არ შეუშლის, მაგრამ თუ მისი არჩევანი ინგლისი იქნება, სამეფო კლუბი მეგობარ „მილანს“ უარს ეტყვის.
ის, რომ კანტერანოს და „რეალის“ გზები სეზონის ბოლოს დროებით გაიყრება, უკვე გადაწყვეტილია.
- დღეს, 13:54
- 109
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




