მასტანტუონო:„ტიბო ყველა დროის საუკეთესო მეკარეებს შორის არის“
ფრანკო მასტანტუონომ ტიბო კურტუაზე აღტაცებით ისაუბრა.
„ტიბო კურტუა წლების მანძილზე აჩვენებს საუკეთესო დონეს.“
„არის თუ არა ის საუკეთესო მეკარე? რა თქმა უნდა. ის უალტერნატივოდ საუკეთესოა და ამაზე დავაც არ ღირს.“
„მეტსაც გეტყვით, ბელგიელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო მეკარეებს შორისაც შევიყვანდი.“
„ვერასდროს ვივიწყებ „რეალის“ ფინალს „ლივერპულთან“ და ასევე არაერთ საოცარ დაპირისპირებას, სადაც კურტუა გამორჩეული იყო.“
„მიხარია და ვამაყობ, რომ ტიბო ახლა ჩემი თანაგუნდელია.“
- დღეს, 12:03
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




