უპამეკანოს საკითხი დახურული არ არის
დაიო უპამეკანოს ირგვლივ სიტუაცია არაერთხელ შეიცვალა და როგორც ჩანს, არც ახლაა ყველაფერი მოწესრიგებული.
ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, ფრანგი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერს“ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა, თუმცა ფაქტია, რომ დაიოსთან მოლაპარაკებები წარმატებით ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
„ას“-ის ინფორმაციით, უპამეკანოს მადრიდის „რეალში“ თამაში სურს და სწორედ ეს არის შემაფერხებელი ფაქტორი.
თავის მხრივ, მადრიდული გრანდი ფრანგის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს და მიიჩნევს, რომ დაცვის ცენტრში მისი დონის და გამოცდილების მქონე მოთამაშის მოყვანა სიტუაციას დაასტაბილურებს.
Defensacentral იუწყება, რომ ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები არცერთი მიმართულებით არ პროგრესირებს და ყველაფერი აპრილის მეორე ნახევრამდე გადაწყდება.
- დღეს, 12:24
- 59
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




