„მილანმა“ და „რეალმა“ მოლაპარაკებები ჩანიშნეს
იტალიური გამოცემების ცნობით, „მილანსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის შესანიშნავი ურთიერთობაა.
იტალიურმა მხარემ ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებები ჩანიშნა, რომელიც გონსალო გარსიას მილანში ჩაყვანას უკავშირდება.
„როსონერი“ მზად არის, გონსალო წაიყვანოს, როგორც 1, ასევე 2 წლიანი იჯარით.
ამასთანავე, მუშავდება სხვა ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, ესპანელი ფორვარდი „მილანში“ 4 წლიანი კონტრაქტით წავა, თუმცა „რეალი“ მისი სატრანსფერო უფლებების 50%-ს შეიანარჩუნებს და შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, მას გუნდში დააბრუნებს.
„მილანი“ გონსალოს კარგ გარანტიებს აქძლევს, რომელიც მისი სათამაშო დროის მნიშვნელოვან ზრდას ეხება.
- დღეს, 12:23
- 99
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



