მადრიდის რეალმა კასტილიასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა
მადრიდის რეალის ფეხბურთელთა უმეტესობა ნაკრების ღირსებას იცავს, მოურინიოს თადარიგში კი რამდენიმე ფეხბურთელია. პორტუგალიელმა მწვრთნელმა ეს მომენტი გამოიყენა და კსტილიელებს დააკვირდა, რომლებიც ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს დაუპირისპირა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. გოლები გრანერომ და ხავი ერნანდესმა გაიტანეს, ორივემ თერთმეტ მეტრიანის ნიშნულიდან.
მადრიდის რეალის შემადგენლობა: დუდეკი, გრანერო, პედრო ლეონი, მატეოსი, მარსელო გაგო და ალბიოლი, რომლებსაც კასტილიელი მერჩანი, ველაიოსი, დენისი და კრისტიანი დაემატნენ. რაც შეეხება კასტილიას მისი შემადგენლობა ასე გმაოიყურებოდა: ადანი, კარვახალი, გონი, ნაჩო, კასადო, მანდი, ალექსი, ხუანფრანი, ხუან კარლოსი, სარაბია და ხოსელუ. ფერნანდო გაგომ პირველად ითამაშა ტრავმის შემდეგ, თუმცა პირველი ნახევარი როდესც დასრულად იგი უკან აღარ დაბრუნებულა, შესაძლოა მას ტრავმა კვლავ გაუმიზეზდა. მას სმედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და შედეგი 24 საათში იქნება ცნობილი.
- 7 ოქტომბერი 2010
- 1 732
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.