„რეალს“ ნახევარდაცვაში 4 ფავორიტი ჰყავს

ფლორენტინო პერესის ნდობით აღჭურვილი ხუნი კალაფატი ნახევარდაცვის გაძლიერებაზე სერიოზულად მუშაობს.

ამ ეტაპზე მადრიდის „რეალს“ 4 ფავორიტი ჰყავს და მიიჩნევს, რომ ამ ფეხბურთელებს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი.

„ბლანკოსს“ მოსწონს კის სმიტი, თუმცა მასზე უფრო შორეულ გათვლას აკეთებს, ასევე გუნდის რადარზეა ადამ ვორტონი, მის შემთხვევაში მსურველი გუნდების რაოდენობა ყოველკვირეულად იზრდება, ამიტომ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ამასთან ერთად, პერესი ინტერესდება ენცო ფერნანდესის და ალექსის მაკ ალისტერის დამატებით, ამ მიმართულებით „ბლანკოსი“ სერიოზულად მუშაობს.

ამ ეტაპისთვის „ბლანკოსის“ რეალური ვარიანტები ზემოხსენებული ფეხბურთელები არიან, თუმცა ფლორენტინო არ ივიწყებს ვიტინიას კანდიდატურასაც, თუმცა მადრიდში კარგად იციან, რომ „პსჟ“-სთან შეთანხმების მიღწევა ურთულესი იქნება.

  • Madridista
  • 5 თებერვალი 2026
  • 1 575
  • 1

1

5 თებერვალი 2026 14:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 326

მთავარია პერესმა მოინდომოს და მერე უკვე პრობლემები ადვილად გადასაჭრელია კი მინდა ამ წელს ტიტულები მაგრამ მერე ისეთ ტრანსფერებს აღარ განახორციელებს ამიტომ ცოტა უნდა ინერვიულოს ბაბუმ და გამწარებული აღარ დაზოგავს ფულს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (278)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)