არბელოა:„ამ ადამიანებს კატეგორიულად არ ვეთანხმები“
ალვარო არბელომა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდმა ბევრი გაიღო გამარჯვებისთვის. სამწუხაროა, რომ მოვლენები დრამატულად განვითარდა და 3 ქულის მოსაპოვებლად დამატებითი ძალისხმევის გაღება დაგვჭირდა. ჩვენ ვიცოდით, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვეძლო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ „რაიო“ თუნდაც 1 ქულას იმსახურებდა. ჩვენ გვქონდა სრული დომინაცია.“
„ვინისიუსმა ულამაზესი გოლის გატანა შეძლო, მან რამდენჯერმე შექმნა ძალიან მწვავე მომენტი,“
„განსაკუთრებით დასანანია ბრაჰიმ დიასის შეტევა, სადაც მან პასის გაკეთება გადაწყვიტა და საბოლოო ჯამში ვერ გავიტანეთ, მაროკოელს მეტოქის კარის აღება შეეძლო.“
„ჯუდ ბელინგემი გამოგვაკლდა, თუმცა მის გამოსაჯანმრთელებლად სამედიცინო შტაბი ფორსირებულ რეჟიმში იმუშავებს.“
„ფეხბურთელების მონდომება უზარმაზარი იყო. მომდევნო დღეებში საკმარისი დრო გვექნება „მესტალიაზე“ ვიზიტისთვის მოსამზადებლად. მართლაც რთულია 3 დღეში ერთხელ თამაში, ახლა ჩვენ კარგი კალენდარი გვაქვს და ვეცდებით, სიტუაცია შევცვალოთ და უფრო დიდი პროგრესი ვაჩვენოთ.“
„ქომაგებისგან იყო ოვაციებიც და იყო სტვენაც, რაც რა თქმა უნდა, არასასიამოვნო გახლდათ.“
„არ ვფიქრობ, რომ ახლა კრიზისულ სიტუაციაში ვართ. ჩემპიონთა ლიგაზე სასურველი შედეგი ვერ ვაჩვენეთ, თუმცა ლა ლიგაში გუნდს სტაბილური მატჩები ჰქონდა. „ვილიარეალის“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოვიგეთ, ახლაც მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. გუნდი წინ იყურება. ვიცი აქაური მოთხოვნები და ისიც ვიცი, რომ რთულ ბრძოლაში ვარ, მაგრამ მჯერა, რომ ამ კოლექტივს წარმატებისკენ სვლა შეუძლია მიზნის მიღწევით დაასრულოს.“
„რაულ ასენსიოს მეორე ტაიმში თამაში აღარ შეეძლო, სწორედ ამიტომ, დაცვაში ჩუამენი დავაყენე და მისი ადგილი სებამ ჩაიბარა.“
„პატივს ვცემ კანტერანო ასენსიოს, მისი მოტივაცია და სიყვარული სამეფო კლუბის მიმართ ძალიან მაღალია.“
„ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ბერნაბეუზე სასტვენად მოდიან, ეს არ არის სწორი საქციელი.“
- გუშინ, 12:06
- 1 323
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



