არბელოა:„სამწუხაროდ, ისევ ამ განცხადების გაკეთება მიწევს“

ალვარო არბელოამ „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ გვაკლდა სიზუსტე და აგრესია, არ ვიყავით ისეთი მონდომებულები, როგორც ჟოზე მოურინიოს გუნდი, სწორედ ამიტომ დავმარცხდით.“

„იყო მომენტები, სადაც კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა და შესაბამისად, სიტუაციაც სხვანაირად განვითარდა.“

„სამწუხაროდ, ისევ ამ განცხადების გაკეთება მიწევს, მაგრამ არ დავიღლები, წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, აქ ფეხბურთელების ბრალი არაფერია.“

„„ბენფიკას“ დონე ჩემთვის სიურპრიზი არ იყო. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, ჟოზეს გუნდის პროგრესი მომავალშიც დაფიქსირდება.“

„ყვითელი ბარათების გამო პრობლემები შეგვექმნა, ამიტომ ცვლილებები იყო საჭირო. ყველა გადაწყვეტილებაზე მე ვიღებ პასუხს, ამაში ფეხბურთელების ბრალი ნამდვილად არაფერი არ არის.“

„ნახევარდაცვაში მეტი ბალანსი გვჭირდებოდა. ფაქტია, რომ ამ მხრივ მოვიკოჭლებდით, „ბენფიკა“ კი ძალიან სწრაფ და ეფექტურ შეტევებს ახორციელებდა.“

„ახლა დაველოდებით წილისყრას, თებერვალში კი ყველაფერს ვიღონებთ ორრაუნდიანი ბრძოლის მოსაგებად.“


1

29 იანვარი 2026 13:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 991

ხოო ხოო ტრრააკში შეუძვერიი, არავინ გააკრიტიკო!! უსვი თავზე ხელი


2

29 იანვარი 2026 15:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 151

ტეხავს... თავის თავზე კი იღებს დანაშაულს, კაცური საქციელია, მაგრამ ამ მომენტში არბელოა კიარა, გუნდია მისახედი თავის შტაბიანად... პერესს გამოფხიზლდი!

-----------------------
Hala Madrid! White heart!

3

29 იანვარი 2026 15:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 318

ამის მოყვანა არ ვიცი ვის თავში მოიხარშა, გახსოვთ ამის ფეხბურთელობა? ალონსო პირდაპირ მინდორზე ეჩხუბებოდა და უხსნიდა რა უნდა ექნა. ამიტომაც არის გამოთქმა რაც ფეხბურთელი იყო ის მწვრთნელი დადგაო. თუმცა საკვირველია არც მოურინიო, არც ფლიკი და არც კლოპი დიდი ფეხბურთელები არ ყოფილან, მაგრამ მწვრთნელებად კი ივარგეს. 


4

29 იანვარი 2026 20:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 326

ნუ გეშინიათ ბენფიკას თუ შევხვდით ამოვტენით აი ბოდიო გლიმიტზე რა გითხრათ ამ გუნდმა გამაოცა ჯერ სიტი მერე ატლეტიკო გასვლაზე ეს გუნდი უფრო საშიშია ვიდრე ბენფიკა ისე რა დრო დაგიდგა რეალ მადრიდო ამ გუნდებს თუ ვერ გაცდი მართლა არ ყოფილა საშველი წელს


5

30 იანვარი 2026 00:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 16

ამას აძალებენ ეგრე თქვიო თუ რა სისულელეებს ამბობს, რა ფეხბურთელების ბრალი არ იყო, ეს წაგება ფეხბურთელების ეგოების კისერზეა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (278)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)