არბელოა:,,ჩემ გუნდს ყველა ტიტულის მოგება შეუძლია
ალვარო არბელოამ „ბენფიკასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ურთულესი მატჩი გველის. „ბენფიკა“ საშინაო არენაზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. თუ ჩვენ გამარჯვება გვსურს, 90 წუთის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ.“
„როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ჟოზე მოურინიო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, ის ჩემი მეტოქეა. პორტუგალიელს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ყოველთვის მიხარია მისი ნახვა, ჟოზე ძალიან გამოცდილია.“
„პორტუგალიელი სპეციალისტის გავლენა ჩემზე დიდი იყო. ჟოზესგან სამწვრთნელო კუთხითაც ბევრი ვისწავლე.“
„გუნდი ძალიან ერთგულია. მოსვლის დღიდან ვამბობ, რომ ამ კოლექტივში არნახული ვარსკვლავები ირიცხებიან და ჩვენ შეგვიძლია არაერთი ტიტულის მოგება. დროთა განმავლობაში სრულად განხორციელდება იდეები, რომელიც მე მქონდა, ამის მჯერა და მწამს, ფეხბურთელებისგან კი მაქსიმალურ მხარდაჭერას ვგრძნობ.“
„ჯუდ ბელინგემს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მისი შესაძლებლობები, როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე ნამდვილად დასაფასებელია. მე მჯერა, რომ სწორი განვითარების შემთხვევაში, ინგლისელი მწვერვალებს დაიპყრობს, ჩვენ მას უნდა მივცეთ თავისუფლება და მოქმედების მეტი არეალი, მას უყვარს ბურთის კონტროლი.“
„არასდროს ვივიწყებ, რამდენი გოლი გაიტანა ჯუდმა პირველ მადრიდულ სეზონში, მას ძალიან კარგი დარტყმა და თვისებები აქვს.“
„ლისაბონში ვარჯიში? ვფიქრობ, ამ სტადიონზე ფეხბურთელები სიამოვნებას მიიღებენ. არ ვიცი, უკეთესია თუ არა უარესი დასკვნით ვარჯიშის სხვა ქვეყანაში ჩატარება, თუმცა ჩემთვის ეს პრაქტიკა მისაღებია.“
„ამ სტადიონზე მრავალი წლის შემდეგ ვბრუნდები, მაგრამ არსად წასულა მოგონებები, რომელიც „და ლუჟთან“ მაკავშირებს. ის მომენტები დაუვიწყარია.“
ვინისიუსის, მბაპესა და ბელინგჰემის პარტნიორობა - „საფეხბურთო მოედანზე ურთიერთობები მნიშვნელოვანია და მათი განვითარებაა საჭირო. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ სამ სანახაობრივ მოთამაშეზე, მსოფლიოში საუკეთესოებზე, მაგრამ არა მხოლოდ მათზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ ურთიერთობები მოთამაშეებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს იქნებიან და რომლებსაც შეუძლიათ გადაადგილება და პოზიციების გაცვლა. ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია და ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ გავაგრძელებთ გაუმჯობესებას შეტევის ფაზაში. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობები“
„არდა გიულერს მომატების პერსპექტივა აქვს. თურქი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვითარება და გადამწყვეტ ფაზაში მოწოდების სიმაღლეზე დგომა. ის ფორვარდების უკან კარგად დგას და გადამწყვეტ პასებს აკეთებს. არდას აქვს დიდი პოტენციალი და მჯერა, რომ გამოცდილების მიღებასთან ერთად სრულფასოვანი ფიგურა გახდება.“
„ჩემთვის „რეალის“ მწვრთნელობა დიდი პატივია და მომავალზე არ ვფიქრობ, ახლა საზრუნავი მხოლოდ აწმყო მაქვს. თუ გუნდიდან გამიშვებენ, ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუ დავრჩები, გამოწვევების საპასუხოდ მზად ვარ.“
- დღეს, 10:44
- 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



