პინტუსი მასტანტუონოსთანაც იმუშავებს
ფიზ.მომზადების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონიო პინტუსი საქმეში აქტიურად ჩაერთო.
გარდა იმისა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის ფიზ.მომზადების სქემა მთლიანად შეცვალა და ძველ მიდგომებს დაუბრუნა, ის ინდივიდუალურადაც მუშაობს.
ანტონიომ სპეციალური პროგრამა შეუქმნა ჯუდ ბელინგემს, რომელსაც ინგლისელი ფეხბურთელი მარტის მეორე ნახევრამდე განახორციელებს.
გარდა ამისა, ანტონიო სერიოზულად მუშაობს ფრანკო მასტანტუონოსთან და არგენტინელი ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას აპირებს.
მასტანტუონოს სჭირს ზუსტად ის, რაც სამხრეთ-ამერიკის ჩემპიონატიდან ევროპაში გადასული ფეხბურთელების 90%-ის სიმპტომია.
ევროპაში არის მეტი დომინაცია, მეტი ფიზიკა და მეტი ორთაბრძოლა, რასაც მასტანტუონო უნდა მოერგოს, სწორედ ამიტომ, ანტონიო არგენტინელს დიდ დროს დაუთმობს და მის გაძლიერებაზე მეთოდურად იზრუნებს.
- დღეს, 10:40
- 85
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




