პიპიტა: ”ვიცოდი, რომ გოლები აუცილებლად მოვიდოდა”
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა, გაზეთ ”ას”-თან ინტერვიუ ჩაწერა.პიპიტამ განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა.
- ”დეპორთან” მატჩში დაამტკიცეთ, რომ თავდამსხმელს არა მარტო გოლის გატანა ძალუძს.გამოსარჩევია ის კლასიკური პასი, რომელიც ანხელ დი მარიას მიეცით...
- დიახ, ასეთებიც ხდება ხოლმე.გალისიელებთან მატჩი კარგი დასტურია ამისთვის.მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართა იმ შეხვედრაში.
- განვლილმა შერკინებებმა გვაჩვენეს, რომ თქვენ და დი მარია ბრწყინვალე ტანდემს ქმნით.ხან თქვენ ამარაგებთ საგოლე პასებით, ხან კი პირიქით...
- ანხელი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია.დღითიდღე უკეთესად ვეცნობი მას.ძალიან მომეწონა, მისი თავური დარტყმა.
- როდესაც ვერ ახერხებდით გოლის გატანას, მოურინიო გამხნევებდათ?
- რასაკვირველია.მისი სიტყვები, დიდ შვებას მგვრიდა.
- თქვენ 21 სექტემბრის შემდეგ უგოლოდ იყავით.ამ პერიოდის განმავლობაში, რა გიტრიალებდათ თავში, როდესაც ბურთი არ შედიოდა მეტოქის კარში?
- სიმართლე გითხრათ, მშვიდად ვიყავი, იქედან გამომდინარე რომ შარშან ბომბარდირი გავხდი, ვიცოდი რომ გოლები აუცილებლად მოვიდოდა.ნებისმიერ სიტუაციაში, საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება.
- ამ სეზონში ბევრი გოლის გატანას გვპირდებით?
- ფორვარდი ყოველთვის იძლევა ამის პირობას.იმედია, შევძლებ ამას.
- გამოდის, თქვენ მოიპოვეთ დამაჯერებლობა საკუთარ თავში?
- თავდამსხმელისათვის მთავარია გატანა და იმედია, ამ სეზონში შედგიანობა არ დააყოვნებს.
- მოურინიოს ”რეალმა” ”დეპორტივოსთან” საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა?
- საჭიროა თამაშის ასე გაგრძელება.გუნდი კარგად გამოიყურება.”დეპორთან” მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია მოვახდინეთ.
- ალბათ, ის ფაქტი გამშვიდებთ, რომ სატურნირო ცხრილში ”ბარსელონაზე” წინ ხედავთ თავს?
- ჩემპიონატი ძალიან რთული იქნება.”ბარსა” უნდა უფრთხოდეს ნებისმიერ თავის მეტოქეს.ვგონებ, მიმდინარე ლა ლიგა ძალიან საინტერესოდ წარიმართება, რამეთუ ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის.ჩვენ ვართ მადრიდის ”რეალი” და მაშასადამე, ჩვენ ყველა ტროფეის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ.
- ახლა, ნაკრებთან ერთად იაპონიაში გიწევთ გაფრენა.ალბათ, იცით რომ არგენტინიდან აზიამდე 25 000 კილომეტრია, შესაბამისად ძალიან რთული მოგზაურობა გელით...
- როდესაც ნაკრებს მაისურს ირგებ, შენთვის მანძილს მნიშვნელობა არ აქვს.
- 7 ოქტომბერი 2010
- 1 522
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.