ვორტონისთვის ბრძოლაში „სიტი“ და „ჩელსი“ ჩაებნენ
თუ მადრიდის „რეალს“ ნახევარდაცვის გაძლიერეა ადამ ვორტონით სურს, ფლორენტინო პერესს მეტი აქტიურობა მართებს.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატებაზე პრეტენზია მანჩესტერ „სიტიმ“ და ლონდონის „ჩელსიმაც“ გამოაცხადეს.
ბრიტანელები დარწმუნებით იუწყებიან, რომ „ბლანკოსი“ 100 მილიონი ევროს გადახდის გარეშე ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებას ვერ შეძლებს.
შარშან ფლორენტინო პერესს 70 მილიონიც ეძვირა, მაგრამ მოთამასემ პროგრესი განაგრძო და მისი ფასიც გაიზარდა.
იმ ფონზე, რომ ასპარეზზე ბრიტანული გრანდები გამოვიდნენ, „რეალის“ ამოცანა გართულდა, თუმცა შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, „მერენგები“ ადამის დამატებას შეძლებენ, რადგან თავად ფეხბურთელს ბერნაბეუზე თამაშის პერსპექტივა ხიბლავს.
- დღეს, 14:53
- 79
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




