რონსერო:„არ მეგონა, რომ „რეალი“ ასე მარტივად მოიგებდა“

ტომას რონსერომ „ლა სერამიკაზე“ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.

„სანახაობრივი დაპირისპირება იყო, თუმცა ფაქტია, რომ „ვილიარეალს“ თავიდანვე ფრეზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული.“

„ასეთი თამაშების მოგება მნიშვნელოვანია. არ მეგონა, რომ ალვარო არბელოას გუნდი ასე მარტივად შეძლებდა 3 ქულის მოპოვებას.“

„„რეალი“ დროებითი ლიდერია, თუმცა ამ ეტაპზე არავის აქვს იმის ილუზია, რომ გუნდი პირველ ადგილზე დარჩება, ვინაიდან „ბარსელონას“ ლა ლიგის ყველაზე სუსტ გუნდთან უწევს ძალების მოსინჯვა.“

„აუცილებლად აღსანიშნავია ჯუდ ბელინგემის აშკარა პროგრესი. ინგლისელმა ფეხბურთელმა მეტი სილაღე გვიჩვენა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„ალვარო არბელოას კონტურები ჯერ გამოკვეთილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდს ბოლო მატჩებში კარგი შედეგები აქვს.“

„ჩაბი ალონსოს მიმართ კრიტიკა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ „რეალი“ მის გარეშე გაცილებით ეფექტური გუნდი გახდება, ახლა ამაზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია.“


1

25 იანვარი 2026 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 977

ალონსოს დანიშვნა ნაადრევი იყო რეალში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (278)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)