ოზილი გერმანიის ნაკრებში თამაშით ამაყობს
გერმანის ეროვნული ნაკრები ევრო 2012 წლის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. მადრიდის რეალის ნახევარმცველი, მესუთ ოზილი გერზელკიხენში დაიბადა, მაგრამ წარმოშობით ის თურქეთიდან არის.
”მე გერმანიის ნაკრებში თამაშით მოხარული ვარ. აქ დავიბადე და ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ ნაკრებში მიწევს თამაში.” განუცხადა მესუთმა Fifa.Com-ს
”ჩემი ოჯახი წარმოშობით თურქეთიდან არის და მე იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემით ამაყობენ. ისინი ნახულობენ რას ვაკეთებ მადრიდში და მოხარული ვარ, რომ მხარს მიჭერენ. სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი. ჩვენი ნაკრები საზოგადოებისთვის კარგი მაგალითია.”
ინფორმაციის წყარო:goal.com
- 6 ოქტომბერი 2010
- 1 884
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.