ვალვერდე:„გუნდი ერთიანია და გვჯერა, რომ კიდევ მოვუმატებთ“
ფედე ვალვერდემ „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„პირველი ტაიმი საკმაოდ რთული იყო. გასახდელში არბელოამ გვითხრა, რომ უფრო სწრაფი შეტევები გვჭირდებოდა, ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა და მეტოქის ფეხბურთელებისთვის მეტი ენერგიის წართმევა.“
„მეორე ნახევარში მოედანზე უფრო დამაჯერებლები ვიყავით, გატანილ გოლს კი სიმშვიდე მოყვა. მარსელინოს გუნდმა გაშვებული გოლის შემდეგ სივრცეები გახსნა, რამაც ჩვენი ამოცანა თავისთავად გაამარტივა და საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ სტადიონზე, სადაც 3 ქულის მოპოვება ადვილი არ არის.“
„დარწმუნებული ვარ, გუნდი კიდევ მოუმატებს. ძალიან ბევრს ვმუშაობთ უბურთოდ თამაშის კომპონენტზე. ერთიანობა აუცილებელია და ფეხბურთელებს ნამდვილად აქვთ იმის მზაობა, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა გაიზიარონ.“
„როდესაც კარს ტიბო კურტუა იცავს, გაცილებით მშვიდად ვართ. ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე თამაშობს, ის ყოველთვის მზად არის, საოცარი „სეივების“ გასაკეთებლად.“
„მბაპემ, ვინისიუსმა, მასტანტუონომ და სხვებმა დაცვაშიც ძალიან ბევრი იშრომეს. მათი გუნდში ყოფნა შეტევით რესურსს აორმაგებს, თუმცა ფაქტია, რომ დაცვაშიც მუშაობენ.“
„ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. „ბენფიკასთან“ 3 ქულის მოპოვებას დიდი მნიშვნელობა ექნება. გუნდი პორტუგალიაში მოსაგებად ჩავა, რაც თავისთავად მოგვცემს ჯგუფში მოწინავე პოზიციის დაკავების შესაძლებლობას.“
- დღეს, 12:28
- 207
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



