კურტუა:„ვინის და მბაპეს შეჩერება ხშირად შეუძლებელია“
ტიბო კურტუამ „ვილიარეალთან“ გამარჯვება შეაფასა და საინტერესო საკითხებზე გაუსვა ხაზი.
„მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ბოძებული შანსები გამოიყენა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ჩვენ თავიდან გვქონდა ინიციატივა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მარსელინოს გუნდმა ძალიან კომფაქტური მიდგომა იარჩია.“
„იმისთვის, რომ „ვილიარეალის“ კარი აგვეღო, სისწრაფე და რაც შეიძლება ბევრი მოძრაობა იყო საჭირო. გუნდი ძალიან მობილურად მოქმედებდა, ბურთი ფლანგიდან ფლანგზე გადაჰქონდა და ეფექტურად აწარმოებდა შეტევებს.“
„მიხარია, რომ საკუთარი კარის მშრალად შენახვა შევძელი, ეს ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.“
„3 ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენ „ლა სერამიკაზე“ გავიმარჯვეთ. დამეთანხმებით, აქ გამარჯვება არასდროს არის მარტივი არც „ბლანკოსისთვის“ და არც სხვა გუნდებისთვის.“
„როდესაც იგებ, ყველაფერი უფრო ადვილია, თავდაჯერებული ხდები და წინსვლაზე ფიქრობ.“
„ალვარო არბელოას იდეებს ეტაპობრივად ვიგებთ. ახალი მწვრთნელი გვყავს. ბუნებრივია, მას სჭირდება დრო იმისთვის, რომ გუნდს საკუთარი ხელი დაატყოს.“
„მბაპეს და ვინისიუსის მუდმივად გაჩერება მარტივი არ არის. მესმის მეტოქე გუნდის მცველების, რომლებსაც ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა უწევთ. შესაძლოა 60 წუთი ებრძოლო მათ, შესაძლოა 70 წუთი, მაგრამ ხანდახან დგება მომენტი, როდესაც რომელიმე გაიქცევა და აუცილებლად გაგიტანს. ჩვენ მათი სახით ძალიან დიდი რესურსი გვაქვს.“
- დღეს, 12:24
- 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



