არბელოა:„გუნდი 4-5 კვირაში საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს“

ალვარო არბელოამ „ვილიარეალის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. გუნდს აქვს კარგი განწყობა და გვჯერა, რომ ბევრ ასპექტს გავაუმჯობესებთ.“

„იმაზე მეტი აღდგენა ჩავატარეთ, ვიდრე მოსამზადებელი ვარჯიში. კალენდარი ძალიან ინტენსიურია, მაგრამ მერწმუნეთ, „რეალი“ 2 კვირაში უკეთესი გუნდი იქნება, 4-5 კვირაში კი კიდევ უფრო უკეთესი. არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ.“

„„ლა სერამიკაზე“ თამაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები ჩავიწერეთ აქტივში.“

„დარწმუნებული ვარ, ფანტასტიკური შედეგების მიღწევა შეგვიძლია. არცერთ ფეხბურთელს არ აკლია ჟინი და მოტივაცია.“

„მადლობა ვინისიუს ჟუნიორს, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა. ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიელი მოთამაშე „რეალის“ განკარგულებაშია, მისი სისწრაფე ყოველთვის ქმნის განსხვავებებს.“

„კონტრ-შეტევაზე თამაში? რატომ წავიდე იმის წინააღმდეგ, რაც შესანიშნავად გამოგვდის. აუცილებლად უნდა იფიქრო შეტევაში სწრაფად გადასვლაზე, როდესაც წინ მასტანტუონო, მბაპე და ვინისიუსი არიან. ასეთი სწრაფი ფეხბურთელებით უსწრაფესი გადაწყვეტილებების მიღება და გოლების გატანაა შესაძლებელი.“

„ბრაჰიმ დიასი? რა თქმა უნდა, მას რთული დღეები ჰქონდა, მაგრამ მთელი გუნდი მხარს უჭერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთსულოვნებით აუცილებლად მივაღწევთ საუკეთესო შედეგებს.“

„მბაპე? ის აუცილებლად გახდება „პიჩიჩი“, რადგან საოცარი სეზონი აქვს. თუ ასე არ გაგრძელდება, ვიტყვი, რომ ფეხბურთში კანონზომიერი აღარაფერია, ვინაიდან ამ მოცემულობით, „10“-იანს ვერავინ გააჩერებს.“


1

5 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 849

ძალიან მაღლა ნუ აფრინდები ესპანელო.რაც უფრო მაღლა ხარ,მით უფრო მტკივნეულია ჩამოვარდნა ძირს. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 21
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (244)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)