არბელოა:„ჩვენ გვჭირდება სწრაფი, ლაღი და კომბინაციური ფეხბურთი“

ალვარო არბელოამ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ვილიარეალის“ სახით ჩვენ ძლიერი მეტოქე გვყავს. ამ გუნდმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა. მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღებით თამაში გვმართებს.“

„3 ქულა დიდ თავდაჯერებულობას მოგვცემს, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია სატურნირო თვალსაზრისითაც. ყველაფერს გავაკეთებთ გასვლითი შეხვედრის მოსაგებად.“

„„მონაკოს“ წინააღმდეგე ფედე ვალვერდემ და ედუარდო კამავინგამ ბრწყინვალედ ითამაშეს დაცვის ფლანგებზე, მაგრამ ეს არ არის მათი ბუნებრივი პოზიცია. არცერთ ფეხბურთელს არ გაუპროტესტებია სხვა პოზიციაზე თამაში, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, სწორი მიდგომები გვექნება. ორივე მოთამაშის ადგილი ნახევარდაცვაშია და არა დაცვის ფლანგებზე.“

„კრიტიკა ჩემს მიმართ? ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და ჩემს საქმეზე ვკონცენტრირდე. კიდევ ერთხელ გეუბნებით. ამ გუნდს ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შეუძლია, ჩემს განკარგულებაში ტოპ მოთამაშეები არიან.“

„იმედი მაქვს, „მონაკოსთან“ სოლიდური გამარჯვება, გარდამტეხი იქნება და გუნდი ძალებს ირწმუნებს. ვცდილობ, ყველა ფეხბურთელთან იდეალური ურთიერთობა მქონდეს.“

„ვინისიუსის და „რეალის“ ურთიერთობა ჩემი საქმე არ არის. ბუნებრივია, მსურს, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს და „ბლანკოსის“ სადარაჯოზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს, მას აქვს საოცარი პოტენციალი და შესაძლებლობები.“

„არამგონია იანვარში ტრანსფერები შედგეს. ჩვენ გვყავს სრულყოფილი შემადგენლობა და არაჩვეულებრივი აკადემია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დავიხმართ.“

„ჯუდ ბელინგემის აღფრთოვანებული ვარ, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მივიჩნევ, რომ კიდევ მოუმატებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ინგლისელი მოთამაშის ასაკი. ის ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს და გვჯერა, რომ გუნდისთვის ბევრ სიკეთეს გააკეთებს.“

„თუ ხვალ გამარჯვება გვსურს, საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, სხვა შემთხვევასი „სერამიკაზე“ გამარჯვება მარტივი არ იქნება.“

„ფეხბურთელებმა ერთმანეთს სიყვარული და ღირებულებები უნდა გაუზიარონ. ჩემთვის ნამდვილი „რეალი“ „მონაკოსთან“ შეხვედრაში ვიხილეთ, რომელიც იყო ლაღი, სწრაფი და შეტევაზე ორიენტირებული.“

„ბრაჰიმ დიასი უნივერსალია, მას გუნდისთვის დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია, თანაც არაერთი პოზიციიდან. ბრაჰიმმა ვარჯიში დაიწყო და გუნდის დასახმარებლად მზად არის. უნდა აღინიშნოს, რომ დიასი აფრიკის თასზე გამორჩეული მოთამაშე იყო და ბოლოს გაფუჭებული პენალტი, ვერ გადაწონის იმ ღვაწლს, რომელიც მან ნაკრების წარმატებაში შეიტანა.“

„როდრიგო გოეში ბრუნდება. ბრაზილიელს ვაცადეთ, რომ სრულფასოვნად გამოჯანმრთელებულიყო, ის ეტაპობრივად მიიღებს დატვირთვებს და გაზრდის შეტევით რესურსს.“


1

23 იანვარი 2026 22:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 269

ყველგან იწერება რომ ტრენტს უშვებენ სეზონის ბოლოს


2

23 იანვარი 2026 23:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 270
23 იანვარი 2026 22:59, Luca_Modric says:

ყველგან იწერება რომ ტრენტს უშვებენ სეზონის ბოლოს

ერთი ჰაკიმი არის მაგაზე უკეთესი და ისიც გააგდო რეალმა და დალშე ეგ რომ გაუშვან ვინ უნდა მოიყვანონ


3

24 იანვარი 2026 02:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 255
23 იანვარი 2026 23:35, Judjud says:
23 იანვარი 2026 22:59, Luca_Modric says:

ყველგან იწერება რომ ტრენტს უშვებენ სეზონის ბოლოს

ერთი ჰაკიმი არის მაგაზე უკეთესი და ისიც გააგდო რეალმა და დალშე ეგ რომ გაუშვან ვინ უნდა მოიყვანონ

რის ჯეიმსი მაგარი იგროკია


4

24 იანვარი 2026 03:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 428

ალბათ ფედეს ვეღარხედავენ ცენტრში (ბალანსის დეფიციტიდან გამომდინარე) და გადაკვალიფიცირდება მარჯვენა დამცველად, სადაც რეალურად უფრო მის უნარებს აჩენს( სწორხაზოვანი სირბილი, და აგრესიულობა)


5

24 იანვარი 2026 06:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 543

არბელოას არავინ არ ჰკითხავს ვინ წავიდეს და ვინ მოვიდეს გუნდში. 


6

24 იანვარი 2026 09:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 29

სულელია ტრენტი რაღას გამორბოდა ლივერიდან შეეძლო ლეგენდა გამხდარიყო ლივერპულის ეგეთი ხლხი ყველაფრის ღირსია 


7

24 იანვარი 2026 10:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 94

დღეს თუ დამაჯწრებლად მოვიგეთ უკვე საკმაოდ ძლიერი შანსები გაჩნდება ლალიგაზწ გაწევის. ხარისხი გვინდა ფეხბურთის პირველ რიგში და არა გვარდნა გოლით მოგება


8

24 იანვარი 2026 10:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 270
24 იანვარი 2026 02:07, Vaniko says:
რის ჯეიმსი მაგარი იგროკია

ეგ დამავიწყდა კი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (278)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)