„რეალმა“ „ვილიარეალისთვის“ მზადება დაიწყო

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს.

გუნდი საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და ერთდღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში გამართა.

აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად დატვირთვა მიიღო როდრიგო გოეშმა, რომელიც ტრავმირებული იყო, განცალკევებული პროგრამით ვარჯიშობდა რაულ ასენსიო.

ინდივიდუალურად ემზადება ტრენტ ალექსანდერ არნოლდიც, თუმცა ის ჯერ მზად არ არის.

ანტონიო რუდიგერი კვლავ ტრავმირებულია და მისი თამაში არამხოლოდ „ვილიარეალთან“, არამედ „ბენფიკასთანაც“ საეჭვოა.

შეკრებაზე ალვარო არბელოამ დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და სტანდარტებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვარჯიშზე გამოცხადდა ბრაჰიმ დიასი, რომელიც აფრიკის თასზე იმყოფებოდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (218)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)