მასტანტუონო:„კიდევ მოვუმატებ, გაცილებით მეტი შემიძლია“

ფრანკო მასტანტუონო იმ იშვიათი ფეხბურთელების სიაში შევიდა, რომლებმაც 18 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლეს. ახალგაზრდა სამხრეთ-ამერიკელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვაჩვენეთ საკუთარი თავის კარგი ვერსია, რომლის გაუმჯობესებაც კიდევ შესაძლებელია. მადრიდის „რეალს“ შეუძლია ბრძოლა და საუკეთესო თამაშის ჩვენება. ამ ხასიათმა და შემართებამ 6 გოლი გაგვატანინა. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა.“

„მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი და გუნდს გამრჯვების მიღწევაში დავეხმარე. ეს გოლი რა თქმა უნდა, სამუდამოდ დამამახსოვრდება, რადგან პირველად შევძელი ევროსარბიელზე თავის გამოჩენა.“

„„როდესაც კარგად ვთამაშობთ, როდესაც ერთად ვართ და გუნდს აქვს ეს ენერგია, ყველა მოთამაშე გამოირჩევა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. ჩვენ ყველანი ვბრწყინავთ, ყველანი ერთმანეთისთვის ვთამაშობთ და ეს დღეს აშკარა იყო. ჩვენ გვყავს ორი მოთამაშე წინ, რომლებიც თამაშის წესს ცვლიან, მსოფლიოში საუკეთესოებს შორის არიან. ინდივიდუალურად, ჩვენ გვყავს მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო მოთამაშე და თუ ჩვენ დაკავშირებულები და გაერთიანებულები ვიქნებით, შედეგებიც მოვა.“

„ვარცხნილობა? ხშირად ვიცვლი ვარცხნილობას და არ მივიჩნევ, რომ ამაში რამე ცუდია.“

„ვინისიუს ჟუნიორს საოცარი მატჩი ჰქონდა, მან გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, არაერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქის კარიც აიღო.“

„არგენტინიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. ბუნებრივია, მჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ სრულფასოვანი და სრულყოფილი ადაპტაცია გავიარო. ახლა გაცილებით უკეთესი ვარ, ვიდრე 3 კვირის წინ ვიყავი. იმედი მაქვს, სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე კიდევ უფრო კარგად ვიასპარეზებ და შესაძლებლობების გამოვლენას შევძლებ. ჩემთვის მოედანზე გასვლა, ბევრს ნიშნავს, ეს საუკეთესო პრაქტიკაა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)