მესონეროს დებიუტი მთავარ გუნდში
ახალგაზრდა კანტერანო მესონერომ „რეალის“ მთავარ გუნდში პირველად ითამაშა.
კანტერანომ ალვარო არბელოა მოედანზე 83-ე წუთზე შეუშვა და მოთამაშეს 10 წუთი მიეცა ბერნაბეუზე ასპარეზობის საშუალება.
მესონერომ 2019 წლიდან მოყოლებული „რეალის“ არაერთი ასაკობრივი ჯგუფი მოიარა, 20 იანვარს კი ოცნება აუხდა და მთავარ გუნდში ითამაშა.
„ყველა კანტერანოს ოცნება მთავარ გუნდში თამაშია. ამაყი ვარ, რომ ეს დღე დადგა. მერწმუნეთ, დაუღალავი შრომით შედეგების მიღწევა სრულიად შესაძლებელია. დიდ მადლობას ვუხდი ალვარო არბელოას, რომელმაც შანსი მომცა და მე დღეს აქ ვარ“-განაცხადა ახალგაზრდა მოთამაშემ.
- დღეს, 11:39
- 28
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



