კურტუა:„თამაშის სრული კონტროლი გვქონდა“
ტიბო კურტუამ „მონაკოსთან“ საოცარი თამაშის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„როდესაც პირველი გოლი გავიტანეთ, ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა და მეორედაც ავიღეთ მეტოქის კარი. გუნდს სრული დომინაცია ჰქონდა და იგრძნობოდა, რომ დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო.“
„მეორე ტაიმში მოედანზე იმ იდეით გამოვედით, რომ კიდევ უნდა გაგვეტანა, რასაც ასევე 2 სწრაფი გოლი მოჰყვა, შემდეგ კი მეტოქე მთლიანად მოიშალა.“
„მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები მომენტებს ქმნიდნენ და თამაშში ჩემი ჩართულობა არაერთხელ გახდა საჭირო, „რეალს“ სრული კონტროლი ჰქონდა. ეს იყო მატჩი, სადაც ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობების 100% გამოავლინა.“
„ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ ოვაციებით შეგვამკო. სწორედ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. გუნდმა ფსიქოლოგიური მუხტი მიიღო და დიდი გამარჯვებებისთვის მზად არის.“
„სამწუხაროა, რომ კარი მშრალად ვერ შევინახეთ, თუმცა მთავარი დამაჯერებელი გამარჯვება და 3 ქულა იყო.“
- დღეს, 11:00
- 57
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



