ვინისიუსი:„რთული პერიოდი გავიარეთ, ახლა საოცარი თამაშის დროა“
ვინისიუს ჟუნიორმა „მონაკოსთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„ჩემთვის ყველა მატჩი გამორჩეულია, სადაც ბურთს ბევრჯერ ვეხები. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ძალიან დინამიური და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა.“
„ბურთი ფლანგიდან ფლანგზე ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ასევე იყო სწრაფი კომბინაციები, რამაც საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგი მოგვცა.“
„ვამაყობ და ბედნიერი ვარ გატანილი გოლებით და საგოლე პასებით. მართლაც ეფექტური თამაში ჩავატარე.“
„ბოლო დღეები, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი თანაგუნდელებისთვის მძიმე იყო, რადგან არნახული კრიტიკა დაგვატყდა თავს. ვფიქრობ, ამ მატჩით ყველას გავეცით პასუხი და მომდევნო შეხვედრები კიდევ უფრო ეფექტური იქნება. სწორ გზას ვადგავართ და მუშაობას არ ვწყვეტთ. მსურს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყო და წარმატებაში წვლილი შევიტანო, ამაში კი გარე ფაქტორებმა ხელი არ უნდა შემიშალოს.“
„მბაპე ბრწყინვალე თანაგუნდელია, მასთან ერთად შეტევის გამწვავება ყოველთვის მარტივი ხდება. ფრანგის ტექნიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.“
„საგოლე გადაცემების შემდეგ გოლის გატანა ორმაგად სასიხარული იყო, თანაგუნდელები ამისკენ მიბიძგებდნენ. მიხარია, რომ მეტოქის კარი ავიღე, თუმცა მთავარი რა თქმა უნდა, ეფექტური გამართჯვება გახლდათ.“
- დღეს, 10:42
- 145
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




