არბელოა:,,საოცარი მატჩი ჩავატარეთ"

ალვარო არბელოამ „მონაკოს“ განადგურების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა, რომელიც მხურვალედ გვიჭერდა მხარს. დღეს ჩვენ ვიხილეთ საუკეთესო თამაში, არნახული საშემსრულებლო ოსტატობა, სისწრაფე, კრეატივი და ულამაზესი გოლები. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშით შედგა.“

„ვინისიუსმა ძალიან ბევრი იშრომა და მარგი ქმედების კოეფიციენტი უმაღლესი ჰქონდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფაქტობრივად ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა და თავადაც აიღო მეტოქის კარი. სწორედ ასეთ ვინიზე ვსაუბრობდი, რომლის შესაძლებლობებსაც საზღვარი არ აქვს.“

„„რეალი“ ყოველთვის ყველა ტურნირის ფავორიტია და ამაზე ყველა უნდა დამეთანხმოს. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებულია.“

„ვინისიუსისადმი ოვაციები და ტაში საოცრება გახლდათ.  მე ვნახე ბერნაბეუ, რომელიც სრულად იყო ორიენტირებული თავის მოთამაშეებზე, არა მხოლოდ ვინის, არამედ ჯუდის, კილიანის მიმართ... ვფიქრობ, რომ უზარმაზარი ძალისხმევა იყო გაწეული. ყველა მოთამაშე, ფრანკო, არდა, ფედე და კამა, თამაშობდნენ არაბუნებრივ პოზიციებზე, მათ მიერ გაწეული ძალისხმევა დასაფასებელია და ძალიან მახარებს, რომ გუნდს პირად ინტერესებზე წინ აყენებენ.“

„ამ გამარჯვებას ქომაგებს ვუძღვნით, მათ დაიმსახურეს შოუ, რომელიც ლეგენდარულ სტადიონზე იხილეს.“

„ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ წარმატებისკენ. ეჭვი არავის ეპარება ფეხბურთელების შესაძლებლობებში. ეს გამარჯვება დიდ მუხტს მოგვცემს. ახლა ლა ლიგაზე გადავერთვებით და მნიშვნელოვან დაპირისპირებას ჩავატარებთ, შემდეგ კი კვლავ ჩემპიონთა ლიგის ჯერი დადგება.“

„კამავინგამ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, ის ფლანგურ შეტევებს უფრო სწრაფს და მობილურს ხდიდა, თუმცა რა თქმა უნდა, ედუ ნახევარდაცვაში გაცილებით უკეთესია, ვიდრე დაცვის ფლანგზე. როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში კრეატივი გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში აბსოლუტურ უპირატესობას დავეუფლეთ, რაც შედეგებზეც აისახა.“

„„მონაკო“ მომენტებს ქმნიდა, მაგრამ სრული დომინანტები ჩვენ ვიყავით. გუნდმა ძალიან სანახაობრივი შეხვედრა ჩაატარა.“

„გასახდელში ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ეს მატჩი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.“

„პრესინგის კომპონენტი მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთი გოლი გავიტანეთ პრესინგის დამსახურებით. გუნდი მაღლა თამაშობდა და მეტოქეს შეტევების განვითარების საშუალებას არ აძლევდა.“

„ზიზუს მოსვლა გუნდში ისტორიული იყო, ამის გაკეთება და ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება ურთულესი იქნება. მე პარალელს ნამდვილად ვერ გავავლებ ფრანგთან.“

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. ბედნიერი ვარ ფეხბურთელების, გულშემატკივრების, ყველას გამო.  როდესაც ასეთი ღამე გვაქვს და ხალხი ბედნიერია, მეც ბედნიერი ვარ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მწვრთნელი გავხდი, იყო ის, რომ ფეხბურთელებს დავხმარებოდი მიღებული გამოცდილებით. როდესაც თითოეული მათგანი თამაშობს ისეთ მატჩს, როგორიც დღეს იყო,საოცარი სანახავია.“

„მთელი არენა ვინისიუსის სახელს სკანდირებდა, ბრაზილიელმა დიდი ოვაციები მიიღო, ეს კი რა თქმა უნდა, დიდი მუხტი იქნება. ჩვენ ერთიანობა გვჭირდება და ეს საღამო ამის გამოვლინება გახლდათ.“

„ბრაჰიმ დიასი კლუბში ბრუნდება. მესმის მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ, რომ მადრიდელმა ფეხბურთელმა მაროკოს ნაკრების ფინალში გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. მოუთმენლად ველი დიასთან შეხვედრას, ის კლუბში ძალიან გვჭირდება.“


1

9 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 256

როგორც იქნა ეს გაღიმებული ვნახე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)