დი მარია:„სინამდვილეში რონალდუ ძალიან უბრალო ადამიანია“

ანხელ დი მარიამ „რეალში“ გატარებული წლები და კრიშტიანო რონალდუ გაიხსენა.

„როდესაც „რეალში“ გადავედი, ყველაზე მეტად მარსელოსთან და პეპესთან ვმეგობრობდი, კრიშტიანო კი მათი ძალიან ახლო ადამიანი იყო.“

„მახსოვს ჩემი დაბადების დღე. მარსელო და პეპე დავპატიჟე და რონალდუც აუცილებლად უნდა დამეპატიჟებინა, ის ჩემთან სახლში მოვიდა და ეზოში ჩემს მეგობრებთან ერთად კარგი დრო გაატარა. ისინი ალკოჰოლს მიირთმევდნენ, კრიშტიანო კი წყალს, თუმცა მერწმუნეთ, ის ძალიან კარგ დროს ატარებდა ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ფაქტობრივად არ იცნობდა.“

„კრიშტიანო მეგა ვარსკვლავი და ნამდვილი ლეგენდაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მასში ყოველთვის იყო უბრალოება.“

„წლები, რომელიც „7“-იანთან ერთად „რეალში“ გავატარე დაუვიწყარი იყო. ვფიქრობ, მადრიდში დარჩენა და ტიტულების მოგება კიდევ შემეძლო, მაგრამ მაშინ არსებობდა გარკვეული გარემოებები, რამაც ხელი შემიშალა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (187)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)