არბელოა:„სამწუხაროა, რომ ანჩელოტი „რეალის“ გასახდელში არ ჩამოვიდა“

ალვარო არბელოამ „მონაკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ამ მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვინაიდან 3 ქულის მოპოვება სტაბილურობის გარანტიას მოგვცემს. საშინაო არენაზე ვთამაშობთ და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. „ლევანტესთან“ გამარჯვების შემდეგ გუნდმა ხასიათი გამოისწორა, უფრო მოტივირებული გახდა და მეტი შესაძლებლობები დაგვანახა.“

„ვინისიუსი მრავალი წელია წერს ისტორიას, რომელიც „რეალთან“ ერთად წარმატებებს უკავშირდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ გუნდის ერთგულია და ეს არაერთხელ დაამტკიცა. ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მისი ადვოკატირება, ვინაიდან საქმე გვაქვს მსოფლიო დონის წინახაზელზე, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ტიტული მოიგო.“

„არაჩვეულებრივი ფეხბურთელები მყავს. ჩავარდნა ყველგან ფიქსირდება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და ყველაფერი გავაკეთოთ სეზონის ბოლოს საუკეთესო შედეგების საჩვენებლად. მერწმუნეთ, კიდევ უფრო ძლიერი მოთამაშეები მყავს, ვიდრე მეგონა. ამ გუნდს არნახული რესურსი აქვს.“

„ჩვენ გვსურს ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა, რომელიც მხარს დაგვიჭერს და არ დაგვისტვენს. ქომაგებს არ უნდა დაავიწყდეთ, რამხელა სიხარული მიანიჭა მათ ამ გუნდმა. ერთიანობით აუცილებლად ვაჩვენებთ პროგრესს.“

„კარლო ანჩელოტი ბერნაბეუზე? გულდაწყვეტილი ვარ, რომ ის გასახდელში არ ჩამოვიდა და ფეხბურთელები არ მოინახულა. იტალიელმა მადრიდულ გრანდში დიდი ეპოქა შექმნა, მისი ისტორია დაუვიწყარია.“

„ვინი ფანტასტიკური მოთამაშეა და სკამზე არ დაჯდება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამხელა ნიჭი არ გამოვიყენოთ.“

„სტვენა ბრაზილიელის მიმართ? ქომაგებს შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც უნდათ, თუმცა მერწმუნეთ, ვინისიუსი გუნდის ერთგულია და ყვირილი და სტვენა მასზე ვერ იმოქმედებს.“


1

19 იანვარი 2026 23:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 509

რო ჩამოსულიყო შენ მოგიწევდა ტრიბუნაზე ასვლა


2

20 იანვარი 2026 01:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 152

NIKO RAS UBERAVS KOMOSHI


3

20 იანვარი 2026 02:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 092
20 იანვარი 2026 01:30, RUSTAVSKI says:

NIKO RAS UBERAVS KOMOSHI

 გოლს + ასისტით ლიდერობს თან 4-5 ბურთით

იტალიაში

-----------------------
Hala Madrid! White heart!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (55)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)