მბაპე:„ჩაბის უყვარდა „რეალი“ და ყველაფერს აკეთებდა გუნდისთვის“
კილიან მბაპემ „მონაკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავს, რომელიც იდეალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ასეთი დონის მატჩებში მაქსიმუმს გაიღებს ქულების მოსაპოვებლად. ვიცით, რომ ბერნაბეუზე გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ, სწორედ ამიტომ, თავიდანვე დიდი სისწრაფით და აგრესიით უნდა ვითამაშოთ და 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“
„„რეალის“ ქომაგების გაბრაზება გასაგებია, მაგრამ მუდმივი სტვენა შედეგს არ მოიტანს. ასევე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები კონკრეტული ინდივიდების მიმართ აგრესიის გამოხატვას. თუ გუნდს უსტვენ, ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა გაიზიარო და ცალკეულ ფეხბურთელებზე მეტი აგრესია არ გამოხატო. ეს არ არის სწორი მიდგომა.“
„ვინისიუსი ძალიან მებრძოლი მოთამაშეა, მას უყვარს „რეალი“ და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება ამ გუნდისთვის. არ არის სწორი, როდესაც გუნდის წარუმატებლობას მას მიაწერენ ხოლმე, ისიც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცია, რომელიც ყველა მომენტში უშეღავათოდ იბრძვის და კოლექტივის წარმატებისთვის.“
„ჩემი ვალი არ არის, რომ ვინისიუსი დავიცვა, ჩემი ვალი მისი მოედანზე დახმარებაა, თუმცა რასაც ვხედავ, უსამართლობაა, ვინაიდან ბრაზილიელს არაერთხელ დაუმტკიცებია საკუთარი ერთგულება „მერენგების“ მიმართ.“
„ჩაბი ალონსოსთან არასდროს მქონია გაუგებრობა, ის ბრწყინვალე სპეციალისტია, რომელსაც უყვარს მატჩების განხილვას, პოზიციების გაშიფვრა, სტრატეგიების შემუშავება და ასე შემდეგ. ეჭვი არ მეპარება, ესპანელს დიდი წარმატებები ექნება. ის, რომ ჩაბი წავიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა მისი ბრალია.“
„ახლა გუნდს სათავეში არბელოა უდგას და ყველა ვალდებულები ვართ, ახალ მწვრთნელს მხარში დავუდგეთ. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავთ და ეს ყველამ უნდა გავითავისოთ.“
„თამაში საუდის არაბეთში? როგორც კი ვიგრძენი, რომ მოედანზე გასვლა შემეძლო, მაშინვე შევუერთდი გუნდს. „ელ კლასიკოსთვის“ ბოლომდე მზად არ ვიყავი, მაგრამ იმდენი ვითამაშე, რამდენის შანსიც ექიმებმა მომცეს. ჩემთვის სუპერთასის ნახევარფინალის გამოტოვება მძიმე იყო.“
„ჯუდ ბელინგემი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. კრიტიკა მის მიმართ? ვფიქრობ, ეს არის უსაფუძვლო და არასწორი მიდგომა. ინგლისელს ბურთთან ერთად ძალიან ეფექტური მოძრაობები შეუძლია, ის ძალიან დიდ დახმარებას უწევს შემტევებს.“
„ჩაბის გაშვებაზე სხვას აღარაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ ღიად ვაფიქსირებ, რომ ბასკი სპეციალისტი ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, მას უყვარს მადრიდული გრანდი და ყოველთვის ცდილობდა, ამ გუნდის წინსვლზე ზრუნვას.“
„„მონაკოს“ დიდ პატივს ვცემ. ამ გუნდმა ბევრი მომცა. სწორედ „მონაკოში“ გადავდგი პირველი სერიოზული ნაბიჯები და გამოვედი მსოფლიო ასპარეზზე. ფრანგებს ყოველთვის დიდ წარმატებას ვუსურვებ და მივიჩნევ, რომ ამ გუნდს მომატების კარგი რესურსი აქვს.“
- გუშინ, 17:58
- 1 069
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



