„მონაკოსთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
ალვარო არბელოას შეგირდებმა „მონაკოსთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.
გუნდი ბაზაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა და ბოლო რჩევა-დარიგებები მიიღო. ალვარო არბელოამ სესიაზე 3 კანტერანოც გამოიძახა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა როდრიგო გოეშმა, თუმცა ის ბოლომდე მზად ჯერ კიდევ არ არის.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებზე, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, სტანდარტულებს, პრესინგს და ტაქტიკურ მონახაზებს
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, „რეალისა“ და „მონაკოს“ დაპირისპირება ხვალ, 20 იანვარს, 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- დღეს, 15:43
- 135
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



