„რეალისა“ და „მონაკოს“ მატჩის მთავარი მსაჯი ცნობილია
ცნობილი გახდა იმ მსაჯის ვინაობა, რომელიც მადრიდის „რეალისა“ და „მონაკოს“ დაპირისპირებას მოემსახურება.
ეს ადამიანი ესპენ ესკაშია, რომელსაც „ბლანკოსის“ მონაწილეობით აქამდე მხოლოდ 2 მატჩი აქვს ნამსაჯი.
პირველი შეხვედრა ნორვეგიელმა არბიტრმა 2023/24 წლების სეზონში „იუნიონ ბერლინთან“ იმსაჯა, სადაც „რეალმა“ 1-0 იმარჯვა, ხოლო მეორე დაპირისპირება 2024/25 წლების სეზონში „ბრესტსა“ და „ბლანკოსს“ შორის შედგა, რომელიც მადრიდელებმა 0:3 მოიგეს.
შეგახსენებთ, მადრიდული გრანდი „მონაკოს“ სანტიაგო ბერნაბეუზე, 20 იანვარს მიიღებს.
- დღეს, 17:35
- 104
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



