რაულ ასენსიო:„გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა“
რაულ ასენსიომ „ლევანტეს“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ეს არ გახლდათ რიგითი 3 ქულა. ეს იყო გამარჯვება, რომელიც ფსიქოლოგიური მუხტისთვის გვჭირდებოდა.“
„ძალიან სამწუხარო იყო სტვენის მოსმენა, რომელიც ყოველ წუთს ისმოდა. ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის კი ფანების მხარდაჭერა აუცილებელია.“
„პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შევძელით, მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან მოვუმატეთ, უამრავი მომენტი შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.“
„მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი, თანაც ეფექტური მომენტი გამოვიდა. ასეთი შეგრძნებები ყოველთვის განსაკუთრებულია.“
„მადრიდის „რეალში“ თამაში ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა. პირველივე დღეებიდან გამოცდილებას ვიღებდი, დღეს უფრო სრულყოფილი მოთამაშე ვარ და კიდევ მოვუმატებ.“
„რას ითხოვს არბელოა? შესაძლებლობების სრულფასოვან გამოვლენას და ჩვენი თამაშისგან სიამოვნების მიღებას. ალვარო საკმაოდ ბევრს მუშაობს.“
- დღეს, 12:42
- 93
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



