არბელოა:„ვინც ამას აკეთებს, „რეალი“ არ უყვარს“
ალვარო არბელოამ „ლევანტესთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„სრულიად გასაგებია, რომ მადრიდულ პუბლიკას უკმაყოფილების შეგრძნება აქვს, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში სტვენით, ისინი გუნდის პრობლემებს ვერ დაძლევენ. მესმის გაბრაზება, თუმცა ასეთი მიდგომები კარგ შედეგს ვერ მოიტანს, ჩვენ მხარდაჭერა გვესაჭიროებოდა.“
„ვინისიუსმა „რეალს“ ბევრი ტიტული მოაგებინა და ასე იქნება მომავალშიც. თანაგუნდელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ბრაზილიელის ხელშეწყობისთვის, რადგან მას აქვს საოცარი უნარები, ძალიან სწრაფია, ამწვავებს სიტუაციას და ბევრს იბრძვის.“
„პირველ ტაიმში სიტუაციის გამწვავებას ვცდილობდით, მაგრამ ბევრი რამ არ გამოვიდა. მეორე ნახევარში გარკვეული ცვლილებები განვახორციელე და გუნდი უფრო მობილური გახდა. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, ეს 3 ქულა მნიშვნელოვანი იყო.“
„არდა გიულერს ბრწყინვალე პასი აქვს, ასევე ძალიან ეფექტურად აკეთებს გადამწყვეტ გადაცემებს. თურქის მიმართ დიდი ნდობა მექნება.“
„კიდევ ერთხელ ვიტყვი. ვინისიუს ჟუნიორმა ბავშვობის ასაკში შეძლო უდიდესი პასუხისმგებლობის აღება და გუნდისთვის 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის თასის მოტანა.“
„ჯუდ ბელინგემს ასაკის მიუხედავად, საოცარი სიმწიფე და გამოცდილება აქვს. მასზე დიდი გათვლის გაკეთება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, ჯუდს საოცარი მატჩები აქვს წინ. ძალიან მინდა, რომ მან მომდევნო მატჩებში შესაძლებლობები სრულფასოვნად გამოავლინოს.“
„ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით, ეს ყველამ უნდა გაიგოს.“
„მე ვარ მწვრთნელი და გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ, შესაბამისად, ჩემი პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია, ვიდრე ფეხბურთელების.“
„კილიანი სუპერ პროფესიონალია, ძალიან მომწონს მისი შესაძლებლობები. ფრანგი 100%-ით მზად ჯერ კიდევ არ არის, მას მუხლზე დისკომფორტი აქვს.“
„ჰაუსენი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია მოთამაშეა. ის ეტაპობრივად კიდევ მოუმატებს. ესპანელი მცველი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია.“
„ფლორენტინო პერესის კრიტიკა? ის არის „რეალის“ ისტორიის საუკეთესო პრეზიდენტი, რომელმაც როგორც საფეხბურთო, ასევე ინფრასტრუქტურულ დონეზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. ვინც პერესს აკრიტიკებს, „ბლანკოსი“ არ უყვარს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა.“
- დღეს, 12:38
- 288
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



