ფედე ვალვერდეს 350-ე მატჩი „რეალში“
ფედერიკო ვალვერდემ სამეფო კლუბში საიუბილეო დაპირისპირება ჩაატარა.
ურუგვაელი ფეხბურთელის ანგარიშზე თეთრი მაისურით უკვე 350 მატჩია.
ფლორენტინო პერესმა „ლევანტესთან“ შეხვედრის შემდეგ ურუგვაელ ფეხბურთელს სამახსოვრო მაისური გადასცა.
350 მატჩიდან ვალვერდემ 235 გამარჯვებთ დაასრულა და 14 ტიტული მოიგო.
350 შეხვედრიდან 230 ლა ლიგაზე მოდის, 71 ჩემპიონთა ლიგაზე, 25 სამეფო თასზე, 9 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 2 ევროპის სუპერთასზე, ხოლო 13 ესპანეთის სუპერთასზე მოდის.
სეზონი, სადაც ვალვერდემ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, შარშან დაფიქსირდა, მან ყველა ტურნირზე 65-ჯერ იასპარეზა.
გუნდი, რომელსაც ფედე ყველაზე მეტჯერ დაუპირისპირდა „ბარსელონაა“. ფედეს 23 „ელ კლასიკო“ აქვს ჩატარებული.
- დღეს, 12:26
- 35
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



