არბელოა:,,მადრიდული პუბლიკა გაბრაზებულია"

ალვარო არბელოამ „ლევანტესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემგან ვერავინ მოისმენს ჩაბი ალონსოს კრიტიკას, ის სუპერპროფესიონალია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის, რომ „ალბასეტესთან“ ცუდად ვითამაშეთ, ჩემი ბრალია. მოთამაშეებმა ყველაფერი იღონეს, მაგრამ გვაკლდა როგორც ენერგია, ასევე სწორი მიდგომები. ამაში ჩაბის ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ.“

„ფეხბურთელებთან ბევრს ვმუშაობ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრული მზაობა გვქონდეს. ანტონიო პინტუსის დონის სპეციალისტთან მუშაობა ჩემთვის დიდი პრივილეგიაა.“

„მბაპე განაცხადში იქნება, მაგრამ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა პირველივე წუთებიდან.“

„მესმის, რომ მადრიდული პუბლიკა გაბრაზებულია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გულშემატკივართა დიდი არმიის მხარდაჭერა. ბერნაბეუზე ოვაციებს და თბილად დახვედრას ველი. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები სიყვარულს იგრძნობენ.“

„რატომ მივდივარ ბაზაზე ადრე? სამუშაო საკმაოდ ბევრი მაქვს, დრო კი ცოტა. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ვცდილობ, რომ გუნდისთვის სასარგებლო დამრიგებელი ვიყო.“

„მოტივაცია და ენთუზიაზმი ნამდვილად არ გვაკლია. ვიცით, რომ 3 ქულა გვჭირდება ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„ფედე ვალვერდე ნახევარმცველია და მაქსიმალურად ვეცდები, მას საყვარელ პოზიციაზე თამაშის საშუალება მივცე. მერწმუნეთ, თუ საჭირო იქნება, ურუგვაელი კარში ჩასადგომადაც მზად არის. ვიცე-კაპიტანმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდს იქ დაეხმარება, სადაც სჭირდება, თუმცა მაქსიმალური შედეგების მისაღწევად ვალვერდეს იქ გამოყენებაა საჭირო, სადაც ეს ყველაზე კარგად გამოსდის.“

„ჯუდ ბელინგემი ძალიან ნიჭიერია, მას შეუძლია ბევრი მუშაობა და ბურთთან ადგილზეც შესანიშნავად მუშაობს. ახლოს ყოფნა საკმაოდ ეფექტურია იმისთვის, რომ მის ნიჭში დავრწმუნდე, ჯუდი მართლაც გამორჩეული მოთამაშეა.“

„კიდევ ერთხელ ვამბობ. ვისთან ერთადაც ალბასეტეში არ გავემგზარეთ, სათამაშოდ მზად არ იყვნენ. აქ ამ საკითხს წერტილი უნდა დავუსვათ.“

„ყველა ფეხბურთელს ვავალებ, რომ ფუნქცია-მოვალეობები მკვეთრად და მკაფიოდ განსაზღვრონ. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი წარმატების მისაღწევად.“

„მინდა, რომ გუნდმა პირველივე წუთებიდან დიდი სისწრაფით ითამაშოს. მოტივაცია არ გვაკლია. მჯერა, რომ ბერნაბეუზე კარგ მატჩს ვიხილავთ და „რეალი“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს.“

„კარვახალის განცხადებები ფეხბურთელების პასუხისმგებლობაზე? მესმის, რომ ეძებს მიზეზს ფეხბურთელების დანაშაულის გამოსავლენად, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. მე ვეძებ მხოლოდ გამოსავალს და ვიყურები წინ. გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგი შედეგები დააფიქსიროს, აქ მთავარი მენტალური და ფიზიკური მზაობაა.“

„როდესაც „ლა დესიმა“ მოვიგეთ, ავტობუსში ავედი და კარვახალი ამბობდა, რომ მომდევნო წელს კიდევ ერთი თასი უნდა მოგვეგო. დიახ, ეს მენტალობა აქვს ჩვენს კაპიტანს და სწორედ ამიტომ შექმნა ეპოქა, რომლითაც ყველას თავი დაამახსოვრა. მე ამდენი წელი ვშრომობდი, მან კი პირველივე წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლდა.“

„როდრიგო გოეშს განსაკუთრებული ხარისხი აქვს, ის „ლევანტესთან“ არ ითამაშებს. ვეცდებით, ბრაზილიელის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე მოხდეს. სამხრეთ-ამერიკელი ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში შევიდა.“


1

16 იანვარი 2026 20:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 45

ამათ და მონაკოს უნდა მოუგონ რომ დამტკიცდეს და გამოჩნდეს არბელოას ეფექტი თუ ესე არ მოხდა დიდი შანსი იქნება მერე ლა ლიგის დაკარგვის და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდის, უტიტულოდ დარჩენის და  შემდეგ თუ ძაან ცუდად წავიდა საქმე კიდე დიდი შანსი იქნება რომ საერთოდ ცხრილის 4 ში ვერ მოხვდეს გუნდი, ეს იქნება სრული კატასტროფა,  იმედია ესე არ იქნება )))  


2

16 იანვარი 2026 22:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 49

„ჯუდ ბელინგემი ძალიან ნიჭიერია''ყოჩაღ ნასედკა, ამაზე არ ამბობდა მოურინიო ჩემინასედკა იყო გუნდშიო? რაც უჩემოდ ხდებოდა მოდიო და მიყვებოდაო, აბა ამისგან რა უნდა გამოვიდეს ბლიად!!!



3

16 იანვარი 2026 23:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 943

დიდი ეჭვი მაქვს,რომ შენ ზაფხულამდე ვერ გაატან ესპანელო.))))


4

17 იანვარი 2026 02:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 23

კლოპზე რო იძახიან ამის რეალი რა იქნებაო წარმოიფგინეთო, აი ღირსები ხართ ამის რეალი მართლა რო ნახოთ ???


5

17 იანვარი 2026 10:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 551

ამას აშკარად ერთადერთი ტაქტიკა აქვს რაც შეიძლება მეტად ევაზელინოს პერესს და ფეხბურთელებს


6

17 იანვარი 2026 11:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 943

შენი ძალათ მწვრთნელობა არ გაიშვა რა.... )))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (55)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)