ზიდანი:„„რეალის“ ყველა ფეხბურთელს თვითრწმენა დავუბრუნე“

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალში“ დანიშვნის პირველი ეტაპები გაიხსენა და ალვარო არბელოას წარმატებები უსურვა.

„როდესაც კასტილიას მთავარი მწვრთნელი გავხდი, მთავარ გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს შორის პერსპექტივა იყო. სტარტი კარგი არ ყოფილა, რადგან მატჩები წავაგე. ბევრს ვფიქრობდი, რა უნდა შემეცვალა, თუმცა ეტაპობრივად ბევრი რამ კარგისკენ წავიდა.“

„ამ ყველაფრის შემდეგ ფლორენტინო პერესმა დამირეკა და მითხრა, რომ მთავარი გუნდი უნდა გამეწვრთნა. მაშინ ცოტა დავიბენი, თუმცა მივხვდი, რომ ისტორიული შანსი მეძლეოდა.“

„ძალიან ბევრს ვფიქრობდი ფეხბურთზე, ბაზაზე 9 საათზე მივდიოდი და ღამის 11 საათამდე მუდმივად შემოქმედებითი აქტივობა მქონდა.“

„როდესაც მთავარ გუნდში დავინიშნე, 4 ლიდერს შევხვდი და ვუთხარი, რომ მათი მჯეროდა. გუნდს არ ჰქონდა კარგი ფიზიკური კონდიცია, ვერც მენტალური მდგომარეობა იყო იდეალური. ყოველდღიურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ კოლექტივში ბედნიერება დაგვებრუნებინა და ჩვენ ეს შევძელით. სულ რაღაც თვენახევარში გუნდი მენტალურად ძალიან გაძლიერდა და ენთუზიაზმით აივსო. ყოველდღე ვმუშაობდი მრავალფეროვნებისთვის, სიახლის შემოსატანად და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, სეზონი გამარჯვებით დავასრულეთ და ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართეთ, რაც საოცარი შეგრძნება იყო.“

„სტარტზე „ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“ დონის გუნდს ვერ დავამარცხებდით, მაგრამ სეზონის ბოლოს კატალონიელებსაც ვძლიეთ და როხიბკანკოსაც, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულის მომგვრელი იყო.“

„ყოველთვის ვცდილობდი, ფეხბურთელისთვის ინდივიდუალური მნიშვნელობა ამეხსნა. გუნდმა ირწმუნა საკუთარი ძალები, რასაც მოყვა ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მართლაც საოცარი პერიოდი იყო.“

„არეულობა „რეალში“? ჩაბი უდავოდ უდიდესი მწვრთნელია, მან იცის, ყველა ფეხბურთელის მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ესპანელის ეპოქა დასრულდა და ახლა ასპარეზზე ალვარო არბელოა გამოვიდა. ესპანელს დიდ წარმატებას ვუსურვებ, ისიც იანვარში მოვიდა.“

„პირველი მატჩის ჩავარდნა არბელოას ბრალი არ არის, მის შესაძლებლობებზე სეზონის ბოლოს უნდა გაკეთდეს ანალიზი.“


1

Friday და 23:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 828

ეჰ,ზიზუ.......სიამოვნებით გიხილავდა მადრიდული ინჩანდა რეალის მენეჯერათ,მაგრამ შენ მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებზე ფიქრობ სამწუხაროთ.


2

გუშინ და 11:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 828

ალბელოა მსუბუქად რომ ვთქვათ,არ არის რეალის დონის მენეჯერი.სანამ რეალს ჩაუდგები სათავეში,მინიმუმ 5 წელი სლბასეტეს და მალაგას დონის გუნდები უნდა გაწვრთნა,შემდეგ კი თუ მაგ გუნდებში დადებ შედეგს,მერე უნდა იფიქრო რეალის დონის გუნდის გაწვრთნაზე.ასეა,ბაბა.....

ეხ ზიზუ.......არ დაგაფასეს რეალში ვიცი....

არც ფეხბურთელობისას და არც მენეჯერათ როცა იყავი.

ყველა დროის სასწაულები აკეთე მადრიდში და სამჯერ ზედიზედ მოაგებინე ჩემპიონთა ლიგა ერთი და იგივე სასტავით,თუმცა მაფიოზა პერესის გული მაინც ვერ მოიგე.ხო და იყოს ახლა ასე ჩაჯმული მადრიდული გუნდი და ყველამ დაასკინტლოს თავზე რეალს სათითაოდ,მაგის ღირსია ზუსტად.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (157)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)