პერესის შეცდომები
ფლორენტინო პერესმა ბოლო თვეებში ბევრი შეცდომა დაუშვა, რასაც შესაბამისი შედეგებიც მოყვა.
ესპანური გამოცემები მიუთითებენ, რომ კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის გაოფიციალურება ძალიან ადრე მოხდა, რამაც „რეალში“ სიტუაცია არია.
ამას დაემატა ჩაბი ალონსოს ფორსირებულ რეჟიმში დანიშვნა, აბსოლუტურად მოუმზადებელი გუნდის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაყვანა, სადაც ჩაბის მოუწია ყველაფრის სწრაფად წარმართვა.
პერესის შეცდომად მიიჩნევენ ლუკა მოდრიჩის გაშვებას, ეს კი იმ ფონზე, რომ პრეზიდენტმა ჩაბის სურვილი არაფრად ჩააგდო, რომელიც მარტინ სუბიმენდის დამატებას და ნახევარდაცვის გაძლიერებას ეხებოდა.
არაერთი ანალიტიკური სტატია მომზადდა პრეზიდენტის ბოლო თვეების შეცდომებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ძალისხმევის ნეგრეირას საქმეზე მიმართვას უკავშირდება და არა სატრანსფერო მენეჯმენტს.
ფაქტია, რომ სამეფო კლუბში ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც უნდა მიდიოდეს და სიტუაცია სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს.
- 16 იანვარი 2026
- 1 633
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



