კლოპი, ჰალანდი და სუპერ ნახევარმცველები - 450 მილიონი ტრანსფერებისთვის!

არაერთი ესპანური გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ 2026 წლის ზაფხულში რეკორდს დაამყარებს და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სატრანსფერო აქტივობები ექნება.

იურგენ კლოპი კლუბისთვის საოცნებო სპეციალისტია, ფლორენტინო პერესი კი გერმანელის მოხიბვლას სუპერ ტრანსფერებით აპირებს, ნომერ პირველ კანდიდატად კი ერლინგ ჰალანდი სახელდება.

ნორვეგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ მადრიდელები 200 მილიონი ევროს გაღებას აპირებენ. ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი სამეფო კლუბის ისტორიაში.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი მინიმუმ 1 ცენტრალური მცველის დამატებას ეცდება, რომელიც საკმაოდ მაღალი კლასის იქნება. ასევე დაგეგმილია ნახევარდაცვის სოლიდური გაძლიერება ფეხბურთელებით, რომლებსაც უკვე კარგი გამოცდილება აქვთ.

საერთო ჯამში პერესი სატრანსფერო ბიუჯეტად 450 მილიონ ევროს განიხილავს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა იმისთვის, რომ გუნდი გაძლიერდეს.


1

16 იანვარი 2026 11:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 770

ფაქტია რომ 9-იანი გვჭირდება და ამაზე მაგარი არავინ არ არის.

უბრალოდ ჰალანდს თუ დავიმატებთ, მბაპე ფლანგზე გადავა და გამოდის, რომ ან მარჯვნივ უნდა წავიდეს მბაპე, ან ვინისიუსს გაუშვებენ და მარცხენა ფლანგიდან მბაპე შეუტევს.


2

16 იანვარი 2026 11:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 473

მაალაადეც რა აგონიაშია პერესი:დ:დ ვიტინიაც პედრიც და კაისედოც ბარემ და თუ ვინმე მაგარია თავის პოზოციაზე მენდეში და ჰაკიმიც არ გამორჩეს:დ:დ ზღაპრებს მკვდრები არ ყვებიან პერეეს


3

16 იანვარი 2026 11:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 323
16 იანვარი 2026 11:40, Dato Roba says:

მაალაადეც რა აგონიაშია პერესი:დ:დ ვიტინიაც პედრიც და კაისედოც ბარემ და თუ ვინმე მაგარია თავის პოზოციაზე მენდეში და ჰაკიმიც არ გამორჩეს:დ:დ ზღაპრებს მკვდრები არ ყვებიან პერეეს

გალაქტიკო ამის აწყობილი მაინც არ იყოს და ისე გეთქვა ეგ


4

16 იანვარი 2026 12:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 473
16 იანვარი 2026 11:45, Galactico says:
16 იანვარი 2026 11:40, Dato Roba says:

მაალაადეც რა აგონიაშია პერესი:დ:დ ვიტინიაც პედრიც და კაისედოც ბარემ და თუ ვინმე მაგარია თავის პოზოციაზე მენდეში და ჰაკიმიც არ გამორჩეს:დ:დ ზღაპრებს მკვდრები არ ყვებიან პერეეს

გალაქტიკო ამის აწყობილი მაინც არ იყოს და ისე გეთქვა ეგ

მერე რამოიგო მაგ გალაქტიკომ რა იმუშავა?? მე არაფერი მავიწყდება არასდროს... პერესმა კიდე ჭკუა ვერ ისწავლა კლუბი გუნდურობით გადის ფონს და არა ვარსკვლავცვენით.. როცა მოიგო 2014 იდან ზუსტად მაგ პრინციპით და ნუ რონალდუ და ცენტრი რომ არსებობდა


5

16 იანვარი 2026 13:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 321
16 იანვარი 2026 11:45, Galactico says:
გალაქტიკო ამის აწყობილი მაინც არ იყოს და ისე გეთქვა ეგ

მთავარია იყოს და შედეგს რა მნიშვნელობა აქ ხო?მბაპე და ჰოლანდი ერთად იქნება ზარალი

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

6

16 იანვარი 2026 13:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 323
16 იანვარი 2026 13:00, I N I E S T A 8 says:
16 იანვარი 2026 11:45, Galactico says:
გალაქტიკო ამის აწყობილი მაინც არ იყოს და ისე გეთქვა ეგ

მთავარია იყოს და შედეგს რა მნიშვნელობა აქ ხო?მბაპე და ჰოლანდი ერთად იქნება ზარალი

ვერაფერს იტყვი წინასწარ 


7

16 იანვარი 2026 13:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 473
16 იანვარი 2026 13:00, I N I E S T A 8 says:
16 იანვარი 2026 11:45, Galactico says:
გალაქტიკო ამის აწყობილი მაინც არ იყოს და ისე გეთქვა ეგ

მთავარია იყოს და შედეგს რა მნიშვნელობა აქ ხო?მბაპე და ჰოლანდი ერთად იქნება ზარალი

ერთმანეთს ვერიტანენ ეგენი წინა დაპირისპირებების ფონზე ერთმანეთს დასცინოდნენ და როგორ ფიქრობ რეალში ძმობის ძარღვი გაუჩნდება მე პირადად რაში მაინტერესებს ფაქტი სახეზეა რეალის გასახდელი არეულია მბაბე ვინისიუსი და ბელინგემი მთავარი ოპონენტები


8

16 იანვარი 2026 14:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 204

მეც ეგრე მგონია რომ ეს ვარსკვლავები ერთად ვერ გაიყოფენ ლიდერობას და მწვრთნელიც შესაბამისი უნდა მოუყვანო რომ ეს ფეხბურთელები ერთად დაალაგო ალბათ გაყიდიან რამოდენიმე ფეხბურთელს უბრალოდ ძალიან გადატვირთული ხდება ვინი როდრიგო ესენი სკამზე არ დაჯდებიან დაცვაში თითქმის ცენტრალური მცველები შესაცვლელია და ორი ნსხევარმცველი საჭიროა


9

16 იანვარი 2026 15:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 108

ჰალანდი და მბაპე ერთად როგორ წარმოგიდგენიათ?


10

16 იანვარი 2026 17:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 417

რაც მეტი ახალი ფეხბურთელი მოდის გუნდში მით მეტი დრო სჭირდება მწვრთნელს გუნდის დასალაგებლად. ორჯერ დადო კარლომ დუბლი მბაპეს, ჰალანდის და მსგავსი ტოპ ფეხბურთელების გარეშე, ასე რომ მთავარი სწორი მიდგომაა და არა გვარები


11

16 იანვარი 2026 23:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 853

ვინის დაახვევინონ გუნდიდან და მბაპე- ჰოლანდი-როდრიგომ შეუტიონ.2 სუპერ ნახევარმცველსაც დაიმატებენ და 2 კარგ მცველსაც,მერე კი მენეჯერათ კლოპი შეეხვეწება პერესს დამნიშნეო.)))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 21
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (256)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)