ალვარო არბელოა:„ამ სიტყვების არ მეშინია“

ალვარო არბელოამ „ალბასეტესთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ამ გუნდისთვისთვის ფრეც კი ძალიან ცუდი შედეგია, სამეფო თასზე მეორე დივიზიონის გუნდთან გამოვარდნა კი ყველა მადრიდისტას პირადი ტრაგედია. ვიცი, რამდენად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებთ სიტუაციას.“

„ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრავმიანობა შევამციროთ. ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს ისეთ გუნდებთან თამაში, რომლებიც დაბალ ბლოკში თამაშობენ და მაქსიმალურად იცავენ თავს. ამ დროს საჭიროა მეტი სისწრაფე, კრეატივი და მომენტების გამოყენება.“

„ორი მწარე მარცხი განვიცადეთ, ჯერ ესპანეთის სუპერთასი დაიკარგა, ახლა კი სამეფო თასი, მაგრამ გუნდი კონცენტრაციას არ დაკარგავს და ყველაფერს ეცდება ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.“

„აქ იმისთვის მოვედი, რომ საუკეთესო შედეგები დავაფიქსირო. ახლა წავაგეთ, მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა. მომავალში არაერთხელ გავახარებთ მადრიდისტების გულებბს.“

„ვინისიუს ჟუნიორი ბევრს შრომობდა, მას ყოველთვის სურს გუნდის დახმარება და ენთუზიაზმით თამაშობს. სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და საუკეთესო შედეგები დავაფიქსიროთ.“

„გუნდი არ დაისვენებს და 15 იანვრიდან აღდგენა გვექნება. ლა ლიგის მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.“

„გუშინ ვთქვი. წარუმატებლობის არ მეშინია და მესმის მათი, ვისაც ამის ასე დარქმევა სურს. წარუმატებლობა წარმატებისკენ მიმავალი გზაა. ეს ყველას უკეთესს გაგვხდის. ეს არის საწყისი წერტილი, სადაც გაუმჯობესებისთვის დიდი ადგილი გვაქვს. ამ სიტყვის არ მეშინია. ამაზე უფრო რთული გამოვარდნებიც გამომიცდია. მოუთმენლად ველი ხვალ ვალდებებასში დაბრუნებას შემდეგი მატჩისთვის მოსამზადებლად.“

„შემადგენლობის ცვლილება? ბევრი ფეხბურთელი მადრიდში დარჩა, რადგან ისინი ფიზიკურად არ იყვნენ მზად „ალბასეტესთან“ სათამაშოდ.“


1

15 იანვარი 2026 11:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 843

1 დღით ვერაფერს შევაფასებთ, მაგრამ გუშინ რასაც ვუყურე, მაგარი უიდეო და ბანძი თამაში გვქონდა


2

15 იანვარი 2026 11:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 248

ალბათ ამ სიტუაციაში ისევ ჯობდა თავიდანვე დაგვეთმო ეს ტურნირი ზედმეტ დატვირთვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ზამთარშივე უნდა გააკეთონ ცენტრში რამე ტრანსფერი და გიულერს და მასტანტუონი მინდორს არასოდეს არ უნდა გააკეთონ, პლიუს ვალვერდე ცენტრს არ უნდა გაეკაროს არასოდეს, ლუნინი კიდევ ყოველთვის უდაბლესი დონე იყო, იმ 2 მოგერიებულმა პენალმა არ შეგაცდინოთ


3

15 იანვარი 2026 12:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 31

მაგარი დაერხა გუნდს 


4

16 იანვარი 2026 12:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 943

შენ ყვითონ გჯერა შენი სიტყვების შე ძალათ მენეჯერო???))))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (55)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)