არბელოა:„ვინც „რეალში“ თამაშობს, ყველას საუკეთესო პერიოდი აქვს“

ალვარო არბელოამ „რეალის“ მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემი ოცნება ახდა, შანსი მივიღე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო. „რეალის“ სადარაჯოზე დგომა ჩემთვის დიდი პატივია და მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავ.“

„ჩაბისთან საუბარი? ეს ჩვენს შორის დარჩება, პრობლემები დეტალურად განვიხილეთ.“

„ჩემი და ალონსოს ურთიერთობა კვლავ მეგობრული რჩება. მისგან ბევრი ვისწავლე, ერთად ბევრი რამ გვაქვს გავლილი და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის კარგი მეგობრობა გვექნება.“

„„რეალი“ ჩემი სახლია. 20 წელია აქ ვარ. ვთამაშობდი ასაკობრივ გუნდებში, მთავარ გუნდში, ვწვრთნიდი ახალგაზრდებს, ახლა კი აქ ვარ. გუნდის სათავეში იქამდე დავრჩები, სანამ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.“

„„რეალს“ არასდროს აკლდა ბრძოლისუნარიანობა. როგორც „ატლეტიკოსთან“, ასევე „ბარსელონასთან“, მებრძოლი გუნდი ვიხილეთ. მთავარი მუშაობა ეფექტური იყოს და შედეგებზე გავიდეთ. არაერთ ცვლილებას ვგეგმავ, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.“

„ვინც „რეალში“ თამაშობს, ყველას ცხოვრების საუკეთესო პერიოდი აქვს. ეს ვარჯიშზე ფეხბურთელებსაც ვუთხარი. აქ არ არის ეგოების ბრძოლის დრო, აქ გამარჯვების და ბოძებული შანსის გამოყენების დროა.“

„ამ სამკერდე ნიშნის ტარება ყველაზე კარგი რამ არის, რაც კი შეიძლება განიცადო.“

„ტიტულებზე უნდა ვიფიქროთ. საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს იმის, რომ მაისში არაერთი თასი აღვმართოთ, ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„„რეალის“ ისტორია 120 წელზე მეტს მოითვლის. ამ გუნდში ყოველთვის იყო აღმასვლა და დაღმასვლა, მაგრამ პირველობა არასდროს დაკარგულა. ასე იქნება ახლაც. პრობლემები უკან მორჩება, ჩვენ მაქსიმალური შედეგების მისაღწევად ვიბრძოლებთ.“

„ეჭვი არ მეპარება, ჩაბი ალონსო სამწვრთნელო ასპარეზზე დიდ შედეგებს მიაღწევს, რადგან ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია.“

„ჩემთვის „რეალის“ აკადემია მსოფლიოში ყველაზე ეფექტურია და ამას დავამტკიცებ. არაერთ ახალგაზრდას მიეცემა შანსი, რადგან კარგად ვიცნობ, მათ შესაძლებლობებს და შემართებას.“

„ჟოზე მოურინიოსთან კომუნიკაცია არ მქონია. არაერთხელ მითქვამს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, ის საოცარ მენტალობას ფლობს.“

„არ ვეცდები, რომ ჟოზე ვიყო. ფეხბურთი ჩემი სტილის დამკვიდრება მინდა. ყველას გაჩვენებთ, რა ფილოსოფიის მიმდევარი ვარ. მსურს, რომ „რეალი“ ყველაზე წარმატებული გავხადო.“

„ანტონიო პინტუსი აუცილებლად იქნება ჩემს შტაბში. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულია. პინტუსის მეთოდები ყოველთვის საოცარი იყო, ის საოცარი პროფესიონალია.“

„ლა ლიგის მსაჯები? როგორ გითხრათ შეფასება, როდესაც ამ ტურნირზე მწვრთნელის რანგში 1 მატჩიც არ ვყოფილვარ?!“

„რეალის“ მენტალიტეტი ყოველთვის უკავშირდებოდა გამარჯვებას, გამარჯვებას და ისევ გამარჯვებას. აქ არასდროს არაფერი იცვლება. ყოველი დღე გამარჯვების არის.“

„ენთუზიაზმთ სავსეები ვართ. ახალგაზრდებს შანსი უნდა მივცეთ და მოვახდინოთ ბრწყინვალე კოლაბორაცია გამოცდილ ფეხბურთელებთან. ჩვენ საკმაოდ ბევრს ვიმუშავებთ.“

„სიტუაცია გასახდელში? ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმალურად იდეალური ურთიერთობებისთვის. ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა გუნდურ წარმატებას განაპირობებს.“

„ყველაფერი ნულიდან იწყება. ჩვენ ვხვდებით, რომ შუა სეზონში ვართ, მაგრამ თანმიმდევრულად, სწორი მიდგომებით, ყველაფერს თავიდან დავიწყებთ და მივალთ მწვერვალამდე.“

1

13 იანვარი 2026 17:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 152

WARMATEBEBI VNAXOT RAS IZAV

2

13 იანვარი 2026 17:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 248

ხალხს რა გონია რომ კლოპი იმდენად სულელია რეალში მოვიდეს? ამდენი წლები ავალებს ლივერპულში, რეალში აგერ მაგალითი აქვს 6 თვეში გაუშვეს მწვრთნელი და მაგდენს ვერ გარისკავს

3

13 იანვარი 2026 17:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 53

ამან რომ ეხლა რეალს ყველაფერი მოაგებინოს ხომ დიდი სასწაული იქნება???

4

13 იანვარი 2026 18:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 958

ეს ღადაობს ხო? ვის აქვს კარგი პერიოდი? 

დაცვით დავიწყოთ: რომელი მცველია კარგი, სტაბილურად 2-3 თამაშში ვერ გადააბა ვერც ერთმა რომ რამე არ ისულელონ?

ნახევარდაცვა: ლაპარაკი ზედმეტია, 0 კრეატივი! 

შეტევა: როდრიგომ ბოლო 5 თამაშია გაიღვიხა თორე იქამდე თვეებია გოლი არ გაუტანია. ვინისიუსი თავისი დრიბლინგების 50 % ბურთს კარგავს უზაროდ, ისიც ცოტაა 50. 

ორი კაცია დღევანდელი გუნდში ვიზეც იტყვი რომ სტაბილურად კარგები არიან: ტიბო და მბაპე. თორე დანარჩენებიი? უნდა მოუკრა თავი და გაასუხარო!

5

13 იანვარი 2026 18:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 152

KARLOSTVIS RO ES TRANSPEREBI DAEDOT VINC MOIYVANES DAVIJERO AMAZE UARESAD VIQNEBODIT?

6

13 იანვარი 2026 18:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 551

წარმატებები მაგრამ რაღაც არ მჯერა

7

13 იანვარი 2026 18:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 958

ისე რაულის მოყვანა რატომ არ განიხილეს? ის უფრო არ იქნებოდა ავტოროტეტი? თან არბელოაზე მეტი სამწვრთნელო გამოცდილება კი აქვს

8

13 იანვარი 2026 18:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 574

8 მარცხი და 3 ფრე აქვს კასტილიით 23 თამაშში მიმდინარე სეზონში! რავიცი ოთხეულში უეჭველად კი ვიქნებით სეზონის ბოლოს შიდა ჩემპიონატში.

9

13 იანვარი 2026 18:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 152
13 იანვარი 2026 18:43, murtoreali777 says:

ისე რაულის მოყვანა რატომ არ განიხილეს? ის უფრო არ იქნებოდა ავტოროტეტი? თან არბელოაზე მეტი სამწვრთნელო გამოცდილება კი აქვს

ARBELOAS MARTLA JOBDA RAULI

10

13 იანვარი 2026 18:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 551
13 იანვარი 2026 18:43, murtoreali777 says:

ისე რაულის მოყვანა რატომ არ განიხილეს? ის უფრო არ იქნებოდა ავტოროტეტი? თან არბელოაზე მეტი სამწვრთნელო გამოცდილება კი აქვს

პერესს რაული და კასილასი არასდროს არ უყვარდა

11

13 იანვარი 2026 20:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 214

2-3 თვეში მაქსიმუმ ამასაც მოაძრობენ.

წელსაც 0 ტიტულოთ , საღოლ ამათ

12

13 იანვარი 2026 21:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 509

მომდევნო ხუთი თამაში აქვს არბელოას ისეთი რომ აქ უნდა დაამტკიცოს თუ რამის თავი აქვს, ტრამვები და ნახევარმცველი არა გვყვავს ასეთ გამრთლებას პერესი არ მიიღებს. ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია, მე პირადად პერესის ადგილზე ზაფხული ანჩელოტის დავაბრუნებდი, თან ერთწლიანი კონტრაქტი აქვს კარლოს ბრაზილიასთან.

13

13 იანვარი 2026 22:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 248

ნერვები მეშლება პროსტა უკვე მერამდენე ადამიანს აწმინდავს პერესი ხელებს და ტვითონ სუფთად გამოდის, რავი ჩამოთვლაც კი დამღლის. პირველი რეალს რომ რამე ეშველოს არის პერესის წასვლა პრეზიდენტობის ან და ვინმე ისეთი მოვიდეს, ვისაც კლუბი ეყვარება

14

13 იანვარი 2026 23:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 308

რეალის აკადემია რო მსოფლიოში საუკეთესოა ეს იხუმრა? რამდენი ფეხბურთელია რეალიდან ნაკრებში იცის?

15

14 იანვარი 2026 01:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 958

ბევრმა გამოცემამ დაწერა რომ ერთ ერთი ამრევიი კუ ნინძა ყოფილა! 

ბევრი ფაქტია იმის შესახებ რომ მართლა სიმართლეა. თუნდაც ის, კოლიდორის გაკეთება რომ მოთხოვა ალონსომ და მბაპემ უარი თქვა, დანარჩენები კი ცხვრებივით გაყვნენ უკან, იმის მაგივრად რომ მწვრთნელისთვის დაეჯერებინათ. პლიუს ინსტაგრამზე გამოწერაც გააუქმა და ერთადერთი რეალოს ფეხბურთელია ვინც ეგ ქნა და მგონი მართლა ეგაა ამრევი!!!

ბარსელონამ თუ გააკეთა ჩვენთვის კორიდორი ჩვენ არ გვეკადრებოდა თუ რა ხდება? 

3-2 ზე რომ კაციშვილი არ დარბოდა მანდაც იყო ეჭვი, რომ წაგება უნდოდათ ალონსოს გაგდების გამო! 

ყველა ამრევს.მოვუუტტყყან გამჩენი მაგის გამო! გინდ მბაპე იყოს და გინდ ვინმე სხვა! მწვრთნელი იმისთვის მიდის კლუბში რომ მას უნდა უსმინო და არა რომელიმე ფეხბურთელს!  ფეხბურთელი რომელიც მწვრთნელს ეურჩება, არ უჯერებს, არ უსმენს, ყველა ეგოისტი სირია!!! რადგან ეგეთი ხალხი კლუბზე წინ საკუთარ ინტერესებს აყენებს.

არადა ალონსო მაგრად მევასება, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ძალიან კარგი პიროვნებაა, ძაან დინჯი, წყნარი. მაგრამ ამ ნახირს, ამ თავნება, განებივრებულ სირებს ვერ გაუმ.კლავდა

16

14 იანვარი 2026 01:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 010

ხაბის მაგარი ხედვები ჰქონდა სამწუხაროა რომ ამ ნახირის გამო სისრულეში ვერ მოიყვანა.ყველამ ტრაკის თამაში დაიწყო და წუწუნი პერესთან.კლასიკოზე ვინი რო შეცვალა და ამ უკანასკნელმა ახტა დახტა.პერეესმა ვინისიუსის ნაირი ფეხბურთელის წყენინება არ შეილებაო გეგონება მესსი ან რონალდუ იყოს.არ აცადეს კაცს ბლია არ მოეწონათ პრესინგს რო ითხოვდა ხავი არ მოსწონდათ მისი მიდგომები სეირნობა უნდოდათ.ვინი მბაპე ბელინგემი ვალვერდე აი ამ კლეებმა არიეს შიდა სამზარეულო.ბელინგემს გოლეადორობა უნდა.ამდენი ლიდერი ერთ გუნდში არ გამოვა.რონის დროს ყველა რონიზე თამაშობდა.აქ ვინისიუსი მბაპეს ეჯიბრება ოქროს ბურთი უნდა ბიჭს.აგერ ნახავთ ალონსო ჩაიბარებს ლივერპულს და იქ მოიყვანს სისრულეში რაც უნდოდა რეალში.

-----------------------
Decimotercero

17

14 იანვარი 2026 02:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 509
14 იანვარი 2026 01:27, murtoreali777 says:

ბევრმა გამოცემამ დაწერა რომ ერთ ერთი ამრევიი კუ ნინძა ყოფილა! 

ბევრი ფაქტია იმის შესახებ რომ მართლა სიმართლეა. თუნდაც ის, კოლიდორის გაკეთება რომ მოთხოვა ალონსომ და მბაპემ უარი თქვა, დანარჩენები კი ცხვრებივით გაყვნენ უკან, იმის მაგივრად რომ მწვრთნელისთვის დაეჯერებინათ. პლიუს ინსტაგრამზე გამოწერაც გააუქმა და ერთადერთი რეალოს ფეხბურთელია ვინც ეგ ქნა და მგონი მართლა ეგაა ამრევი!!!

ბარსელონამ თუ გააკეთა ჩვენთვის კორიდორი ჩვენ არ გვეკადრებოდა თუ რა ხდება? 

3-2 ზე რომ კაციშვილი არ დარბოდა მანდაც იყო ეჭვი, რომ წაგება უნდოდათ ალონსოს გაგდების გამო! 

ყველა ამრევს.მოვუუტტყყან გამჩენი მაგის გამო! გინდ მბაპე იყოს და გინდ ვინმე სხვა! მწვრთნელი იმისთვის მიდის კლუბში რომ მას უნდა უსმინო და არა რომელიმე ფეხბურთელს!  ფეხბურთელი რომელიც მწვრთნელს ეურჩება, არ უჯერებს, არ უსმენს, ყველა ეგოისტი სირია!!! რადგან ეგეთი ხალხი კლუბზე წინ საკუთარ ინტერესებს აყენებს.

არადა ალონსო მაგრად მევასება, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ძალიან კარგი პიროვნებაა, ძაან დინჯი, წყნარი. მაგრამ ამ ნახირს, ამ თავნება, განებივრებულ სირებს ვერ გაუმ.კლავდა

ძალიანაც სწორად მოიქცა მბაპე რომ უარი თქვა კორიდორის გაკეთებაზე, ეხლა რომ ელ-კლასიკოები მოგწონთ ვინმეს, უჯიგრო უემოციო თამაშები, ელ-კლასიკო დაემსგავსა ელჩესთან თამაშს, კლასიკო იყო კასილასის დროს და რაულის დროს, უფრო ადრე კიდე ბუტრაგენიო- ჰუგო სანჩესის დროს,  ერთმანეთს ფეხს მოაჭამდნენ რო დასჭირებოდათ, მაშინ რომელი მწვრთნელი ეტყოდა გინდაც რომ ავიღოთ რამოსს ან რონალდუს რო კორიდორი გავუკეთოთო. ზიდანმა მწვრთნელობის დროს თვითონვე თქვა უარი ბარსელონასთვის კორიდორის გაკეთებაზე, დასტოინი ტიპი იყო და არის ზიზუ და მაგიტომაც სცემდნენ ფეხბურთელები პატივს და ვერც ვერავინ უბედავდა სიტყვის თქმას. ვერ ივარგა ალონსომ რეალის მწვრთნელად, ვერც მენტალურად და ვერც ფიზიკურად.

18

14 იანვარი 2026 02:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 329
14 იანვარი 2026 01:27, murtoreali777 says:
ბევრი ფაქტია იმის შესახებ რომ მართლა სიმართლეა. თუნდაც ის, კოლიდორის გაკეთება რომ მოთხოვა ალონსომ და მბაპემ უარი თქვა, დანარჩენები კი ცხვრებივით გაყვნენ უკან, იმის მაგივრად რომ მწვრთნელისთვის დაეჯერებინათ. პლიუს ინსტაგრამზე გამოწერაც გააუქმა და ერთადერთი რეალოს ფეხბურთელია ვინც ეგ ქნა და მგონი მართლა ეგაა ამრევი!!!

ბოღმიამებს ეძახდნენ ამ საიტზე ამას რო წერდა ხალხი რაც ახლა შენ თქვი ძმობილო.პირქდად მე ვიძახდი ბელინგემი მბაპე და ვინისიუსი ერთ გუნდში ძნელი დასაჭერია თქო.ჯერ ხო ზედ გერბზე დაა.ვა მბაპემ ბოლო დღეს რო გაახანგრძლივა პსჟსთან მერე მივიდა რეალში და თავი ისევ პსჟში გონია რასაც უნდა იმას იტყვის და აკეთებს.რაც ბოლო კლასიკოში იკადრა მბაპემ კორიდოროს ამბავში მაგის მერე პიველი ეგ უნდა გაეგდო პერესს და არა ალონსო მაგრამ ისეა აჭრილი ბებერი მელა სულ მთლად ლაფს დაასხავს რეალს.

14 იანვარი 2026 02:47, გურჯი says:
ძალიანაც სწორად მოიქცა მბაპე რომ უარი თქვა კორიდორის გაკეთებაზე

მე თუ შენ პატივს გცემ და შენ არ მცემ იმიტომ რო მე გაჯობე ამით შენი ადამიანობა კნინდება და არა ის რო ესეა წესი კლასიკოსი.მოედანზე დადე სული გული მაგრამნრო მორჩება მოიქეცი ისე როგორც ადამიანს და პირველ რიგში კლუბს შეეფერება.ბარსელონამ რო გააკეთა კოროდორი დამცირდა ვინმეს თვალში?მოსაწონი რო ყოფილიყო მბაოეს საქციელი მშოფლიო ჟურნალ-გაზეთებში არ აჭრელდებოდა მისი ხელების ქნევა

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

19

14 იანვარი 2026 03:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 092
14 იანვარი 2026 02:51, I N I E S T A 8 says:

ფეხბურთი უნდა იყოს სპორტი - პატივისცემა... ანალოგიური ვინც არ უნდა გააკეთოს ყველას ეწყინება, ყველა ტყუის თუ მოწინააღმდეგეს პატივს არ სცემენ, თუარადა გააუქმონ ეს კორიდორი საერთოდ, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

რაც შეეხება არბელოას კარგად ისაუბრა, მაგრამ ვაი რომ ჯერ არ იცის ძირეული პრობლემების შესახებ და ამას მალევე თვითონვე ნახავს... მომავალ წელს ველოდები... მომკალით და ამის არ მჯერა დიეგო ლოპესმა და არბელოას რა უნდა ააშენოს ისეთ რეალში სადაც ნახევარი დაცვა დაცვას არ ჰგავს და ნახევარდაცვაში დღემდე დიდი ბზარია... 

-----------------------
Hala Madrid! White heart!

20

14 იანვარი 2026 04:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 509
14 იანვარი 2026 02:51, I N I E S T A 8 says:
14 იანვარი 2026 01:27, murtoreali777 says:
ბევრი ფაქტია იმის შესახებ რომ მართლა სიმართლეა. თუნდაც ის, კოლიდორის გაკეთება რომ მოთხოვა ალონსომ და მბაპემ უარი თქვა, დანარჩენები კი ცხვრებივით გაყვნენ უკან, იმის მაგივრად რომ მწვრთნელისთვის დაეჯერებინათ. პლიუს ინსტაგრამზე გამოწერაც გააუქმა და ერთადერთი რეალოს ფეხბურთელია ვინც ეგ ქნა და მგონი მართლა ეგაა ამრევი!!!

ბოღმიამებს ეძახდნენ ამ საიტზე ამას რო წერდა ხალხი რაც ახლა შენ თქვი ძმობილო.პირქდად მე ვიძახდი ბელინგემი მბაპე და ვინისიუსი ერთ გუნდში ძნელი დასაჭერია თქო.ჯერ ხო ზედ გერბზე დაა.ვა მბაპემ ბოლო დღეს რო გაახანგრძლივა პსჟსთან მერე მივიდა რეალში და თავი ისევ პსჟში გონია რასაც უნდა იმას იტყვის და აკეთებს.რაც ბოლო კლასიკოში იკადრა მბაპემ კორიდოროს ამბავში მაგის მერე პიველი ეგ უნდა გაეგდო პერესს და არა ალონსო მაგრამ ისეა აჭრილი ბებერი მელა სულ მთლად ლაფს დაასხავს რეალს.

14 იანვარი 2026 02:47, გურჯი says:
ძალიანაც სწორად მოიქცა მბაპე რომ უარი თქვა კორიდორის გაკეთებაზე

მე თუ შენ პატივს გცემ და შენ არ მცემ იმიტომ რო მე გაჯობე ამით შენი ადამიანობა კნინდება და არა ის რო ესეა წესი კლასიკოსი.მოედანზე დადე სული გული მაგრამნრო მორჩება მოიქეცი ისე როგორც ადამიანს და პირველ რიგში კლუბს შეეფერება.ბარსელონამ რო გააკეთა კოროდორი დამცირდა ვინმეს თვალში?მოსაწონი რო ყოფილიყო მბაოეს საქციელი მშოფლიო ჟურნალ-გაზეთებში არ აჭრელდებოდა მისი ხელების ქნევა

გადახედე ისტორიას რამდენჯერ თქვა ბარსამ უარი კორიდორის გაკეთებაზე, ვიღაცას ახსოვს და არ გაატარებს იმიტომ რომ ღირსების საკითხია მისთვის, ვიღაცას ავიწყდება ან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ ფაქტს.

21

14 იანვარი 2026 06:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 83

ბარსელონაზე საზიზღარი ფანები თუ ყავდეს პროსტა რომელიმე კლუბს. ასეთი დაბოღმილი რანაირად უნდა იყო ბიჯო რო გამარჯვებას ვერ ზეიმობდე? აი 3 ფინალი მოუგე მთავარ კონკურენტს ბოლო 2 სეზონში და 3 ტიტული შეგემატა , მართალია ჩემპიონთა ლიგა არცერთი მარა მაინც, გიხაროდეს სწორ გზაზე დგას გუნდი ფინანსურად გამოასწორებს სიტუაციას და ასე შემდეგ. მაგის გაგივრად სასტავი დაისტრესა თურმე რატომ არ გააკეთა დერეფანიო საჩემპიონო, ან შარშან მახსოვს 4-1 იყო შოტი და ჩუამენიზე მე5 პენალტი არ დაიდო და მაგაზე გადაირია ფანობა როგორ არ დაგვიდესო. ამ ყველაფრიდან ის ჩანს რომ ბარსას ფანები კიარ არიან პროსტა რეალის მოძულეეები და სულ რომ ასტონ ვილამ მოუგოს რეალს მაინც ბედნიერები იქნებიან. რეალიც უგებდა შარშან წინ მიყოლებით თამაშებს ბარსელონას და ფინალიც მოუგო თასის მარა არ მახსენდება რეალის ფანებს დაეწყოთ რომ ვაიმე მსაჯმა ეს ქნა ან ის ქნა ან როგორ ისიმულიანდა დეიონგმა ან ვინმემ. უბრალოდ სასაცილო ხდება ამდენი უაზრო კომენტარის კითხვა თორე კიარაფერი მეტი. რაც შეეხება მიჯრით მოგებებს რეალსაც დაუდგება ეგ მომენტი და მიაყოლებს მოგებებს კლასიკოებში , ბევრჯერ დასულა დაღმა მარა მერე როგორც ასულა მწვერვალზე მწარედ გემახსოვრებათ. განსხვავება კი ისაა რომ ჩვენთვის მწვერვალზე ასვლა ნიშნავს ბარსელონაზე ბაიერნზე მილანზე პსჟზე ჩელსიზე სიტიზე ლივერზე და სხვა გრანდებზე მოგებას და თქვენ ოღონდ რეალს მოვუგო და მეტი არაფერიო ისეთი ფანობა ხართ. 

22

14 იანვარი 2026 09:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 329
14 იანვარი 2026 04:09, გურჯი says:
გადახედე ისტორიას რამდენჯერ თქვა ბარსამ უარი კორიდორის გაკეთებაზე, ვიღაცას ახსოვს და არ გაატარებს იმიტომ რომ ღირსების საკითხია მისთვის, ვიღაცას ავიწყდება ან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ ფაქტს.

ბოლოს ზიდანმა იუკადრისა კორიდორი და მერე ბარსელონამაც არ გაუკეთეა.ადრე რა იყო რა შუაშია?აქ მბაპეს საქციელზეა საუბარი ალონსო და რამოდენიმე ფეხბურთელი აპირებდა კოროდორს მაგრამ ამ ტრანსიტყანიამ არა წავიდეთო და ის პატარა გველის წიწილი როდრიგოც არანაკლებ ეგოისტია.ფაქტია ცუდათ მოიქცა და ეხლა აპრავე რამდენიც გინდა.

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

23

14 იანვარი 2026 09:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 218

სანამ ამ პატარა ბავშვებს არ ანახებ გუნდში უფროსი ვინ არის არაფერი გამოგივა მეგობარო, ვინი, ბელინგემი, მბაპე მთავარი გუნდის ამრევები 

24

14 იანვარი 2026 10:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 329
14 იანვარი 2026 09:30, Levani Madrid says:

სანამ ამ პატარა ბავშვებს არ ანახებ გუნდში უფროსი ვინ არის არაფერი გამოგივა მეგობარო, ვინი, ბელინგემი, მბაპე მთავარი გუნდის ამრევები 

პეპი უნდათ მაგათ და მოჯდებიან თავიან ადგილებზე.

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

25

14 იანვარი 2026 10:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 248
14 იანვარი 2026 09:05, I N I E S T A 8 says:
ბოლოს ზიდანმა იუკადრისა კორიდორი და მერე ბარსელონამაც არ გაუკეთეა.ადრე რა იყო რა შუაშია?აქ მბაპეს საქციელზეა საუბარი ალონსო და რამოდენიმე ფეხბურთელი აპირებდა კოროდორს მაგრამ ამ ტრანსიტყანიამ არა წავიდეთო და ის პატარა გველის წიწილი როდრიგოც არანაკლებ ეგოისტია.ფაქტია ცუდათ მოიქცა და ეხლა აპრავე რამდენიც გინდა.

თუ გაიხსენებთ, სანამ ზიდანი იუკადრისებდა ზუსტად რამდენიმე თვით ადრე არ გაუკეთა ბარსელონამ რეალს თუ არ ვცდები თასის გამარჯვებულები ვიყავით თუ რაღაც. 

ისე კი ეს ყველაფერი კლუბს წინასწარ უნდა ქონდეს გადაწყვეტილი რომ მერე მინდორზე არ დასცხონ ერთმანეთს და ბატებივით არ დადიოდნენ წინ და უკან

26

14 იანვარი 2026 11:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 29
14 იანვარი 2026 01:27, murtoreali777 says:

ბევრმა გამოცემამ დაწერა რომ ერთ ერთი ამრევიი კუ ნინძა ყოფილა! 

ბევრი ფაქტია იმის შესახებ რომ მართლა სიმართლეა. თუნდაც ის, კოლიდორის გაკეთება რომ მოთხოვა ალონსომ და მბაპემ უარი თქვა, დანარჩენები კი ცხვრებივით გაყვნენ უკან, იმის მაგივრად რომ მწვრთნელისთვის დაეჯერებინათ. პლიუს ინსტაგრამზე გამოწერაც გააუქმა და ერთადერთი რეალოს ფეხბურთელია ვინც ეგ ქნა და მგონი მართლა ეგაა ამრევი!!!

ბარსელონამ თუ გააკეთა ჩვენთვის კორიდორი ჩვენ არ გვეკადრებოდა თუ რა ხდება? 

3-2 ზე რომ კაციშვილი არ დარბოდა მანდაც იყო ეჭვი, რომ წაგება უნდოდათ ალონსოს გაგდების გამო! 

ყველა ამრევს.მოვუუტტყყან გამჩენი მაგის გამო! გინდ მბაპე იყოს და გინდ ვინმე სხვა! მწვრთნელი იმისთვის მიდის კლუბში რომ მას უნდა უსმინო და არა რომელიმე ფეხბურთელს!  ფეხბურთელი რომელიც მწვრთნელს ეურჩება, არ უჯერებს, არ უსმენს, ყველა ეგოისტი სირია!!! რადგან ეგეთი ხალხი კლუბზე წინ საკუთარ ინტერესებს აყენებს.

არადა ალონსო მაგრად მევასება, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ძალიან კარგი პიროვნებაა, ძაან დინჯი, წყნარი. მაგრამ ამ ნახირს, ამ თავნება, განებივრებულ სირებს ვერ გაუმ.კლავდა

მაგ ეგეთი ტიპია პსჟში რეები აკეთა ვაფშე სულ ჩხუბი ქონდა და ბოლოს ვაფშე რეები იაკდრა არადა პსჟმ დააყენა ფეხბურთელად წამოვიდა ჯერ უფასოდ და აქეთ სასამართლოებში უჩივლა პროჭულად წამოვიდა. კალიდორს რაც შეეხება უნდა ექნათ უეჭველი მითუმეტეს ბარსელონამ გააკეთა და ამათაც უნდა ექნათ სხვა თუ არაფერი მწვრთნელი რო გეუბნება ის უნდა გაითვალისწინო ელემენტარულია ეგ კამერების თვალწინ დაამცირა მწვრთნელი

27

14 იანვარი 2026 12:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 329
14 იანვარი 2026 10:50, Judjud says:
ისე კი ეს ყველაფერი კლუბს წინასწარ უნდა ქონდეს გადაწყვეტილი რომ მერე მინდორზე არ დასცხონ ერთმანეთს და ბატებივით არ დადიოდნენ წინ და უკან

როცა მოწინააღმდეგე კალოდორს გიწყობს მაგას რათ უნდა შეთანხმება.ფაქტია ალონსო აპირებდა კოლიდორს მაგრამ 2 პრო.მა მბაპე როდრიგომ არ იკადრეს და აქეთ მოუწოდეს თანაგუნდელებს რო გასახდელისკენ წასულიყვნენ.ამაზე დიდი სიფარჩაკე რაუნდა იკადრო მბაპეს დონია ფეხბურთელმა

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

28

14 იანვარი 2026 12:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 152

VIGAC ALVARESMA DAWERA MADRIDIDAN TO PEDERACIAS UTXOVIAO EG DA SRA LIMONASO

29

14 იანვარი 2026 12:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 248
14 იანვარი 2026 12:30, I N I E S T A 8 says:
როცა მოწინააღმდეგე კალოდორს გიწყობს მაგას რათ უნდა შეთანხმება.ფაქტია ალონსო აპირებდა კოლიდორს მაგრამ 2 პრო.მა მბაპე როდრიგომ არ იკადრეს და აქეთ მოუწოდეს თანაგუნდელებს რო გასახდელისკენ წასულიყვნენ.ამაზე დიდი სიფარჩაკე რაუნდა იკადრო მბაპეს დონია ფეხბურთელმა

უნდა, ანუ წინასწარ უნდა იყვნენ მოლაპარაკებულები რომ მოუწყონ წაგების შემთხვევაში და თუ რომელიმე ფეხბურთელს არ ენდომება ეს, ადგეს და შევიდეს გასახდელში

30

14 იანვარი 2026 13:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 43
14 იანვარი 2026 06:28, Halamadrid17 says:

ბარსელონაზე საზიზღარი ფანები თუ ყავდეს პროსტა რომელიმე კლუბს. ასეთი დაბოღმილი რანაირად უნდა იყო ბიჯო რო გამარჯვებას ვერ ზეიმობდე? აი 3 ფინალი მოუგე მთავარ კონკურენტს ბოლო 2 სეზონში და 3 ტიტული შეგემატა , მართალია ჩემპიონთა ლიგა არცერთი მარა მაინც, გიხაროდეს სწორ გზაზე დგას გუნდი ფინანსურად გამოასწორებს სიტუაციას და ასე შემდეგ. მაგის გაგივრად სასტავი დაისტრესა თურმე რატომ არ გააკეთა დერეფანიო საჩემპიონო, ან შარშან მახსოვს 4-1 იყო შოტი და ჩუამენიზე მე5 პენალტი არ დაიდო და მაგაზე გადაირია ფანობა როგორ არ დაგვიდესო. ამ ყველაფრიდან ის ჩანს რომ ბარსას ფანები კიარ არიან პროსტა რეალის მოძულეეები და სულ რომ ასტონ ვილამ მოუგოს რეალს მაინც ბედნიერები იქნებიან. რეალიც უგებდა შარშან წინ მიყოლებით თამაშებს ბარსელონას და ფინალიც მოუგო თასის მარა არ მახსენდება რეალის ფანებს დაეწყოთ რომ ვაიმე მსაჯმა ეს ქნა ან ის ქნა ან როგორ ისიმულიანდა დეიონგმა ან ვინმემ. უბრალოდ სასაცილო ხდება ამდენი უაზრო კომენტარის კითხვა თორე კიარაფერი მეტი. რაც შეეხება მიჯრით მოგებებს რეალსაც დაუდგება ეგ მომენტი და მიაყოლებს მოგებებს კლასიკოებში , ბევრჯერ დასულა დაღმა მარა მერე როგორც ასულა მწვერვალზე მწარედ გემახსოვრებათ. განსხვავება კი ისაა რომ ჩვენთვის მწვერვალზე ასვლა ნიშნავს ბარსელონაზე ბაიერნზე მილანზე პსჟზე ჩელსიზე სიტიზე ლივერზე და სხვა გრანდებზე მოგებას და თქვენ ოღონდ რეალს მოვუგო და მეტი არაფერიო ისეთი ფანობა ხართ. 

აუ შენ ხო გაგიტყდება რას ამბობ ასტონ ვილამ რო ბარსას მოუგოს :დდდ

31

14 იანვარი 2026 22:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 943

დროებით ხარ მანდ და ვნახოთ რას იზავ.სულ,რომ ვარსკვლავები მოწყვიტო,ზაფხულში პერესი ახალ მენეჯერს,მოიყვანს.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (55)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)