გუტი:„ალონსოს სიმშვიდე სჭირდებოდა“

ხოსე მარია გუტიერესმა მადრიდის „რეალში“ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.

„მე ფეხბურთელი ვიყავი და სამწვრთნელო საქმიანობითაც დავკავდი. შემიძლია დაბიჯითებით გითხრათ, რომ მწვრთნელის შუა სეზონში შეცვლა საუკეთესო შედეგების მომტანი არ არის, ვინაიდან არ არსებობს პრე-სეზონი, წნეხი იზრდება, მოთამაშეები ახალ მიდგომებს ეჩვევიან და ასე შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნული გუნდისთვის დამატებითი სტრესის მიმცემია.“

„ალბათ გამახსენებთ ზინედინ ზიდანის დანიშვნას, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია. ზიზუს მოსვლამ გუნდზე დადებითად იმოქმედა და „რეალმა“ საოცარი ეპოქა შექმნა.“

„ზიზუ კასტილიელი იყო, ის უდიდეს გამოწვევებს შეეჭიდა, მაგრამ საბოლოოდ შედეგი დადო. იგივე სიტუაციაშია არბელოაც, თუმცა მას ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, რაც დამატებით პრობლემებს იწვევს.“

„მე, როგორც „რეალის“ გულშემატკივარს, დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ არბელოას შედეგები საოცარი იქნება და გუნდი ტიტულებს მოიგებს.“

„ის, რომ ჩაბი ალონსოს გასახდელში სიტუაცია დარეგულირებული არ იყო, შედეგებზე აისახებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩემი აზრით, ჩაბის შესაძლებლობების გამოყენება სამეფო კლუბს უკეთესად შეეძლო.“

„ჩვენ არ გვინახავს ბასკი სპეციალისტის შესაძლებლობების 100%. ამისთვის ჩაბის დრო სჭირდებოდა, რომელიც სამწუხაროდ ვერ მიიღო. დარწმუნებული ვარ, ალონსო კიდევ არაერთ კლუბს ჩაიბარებს და დიდ წარმატებებს მიაღწევს.“

„სიმშვიდე აუცილებელი კომპონენტია ყველა მწვრთნელისთვის, გამონაკლისი ვერც ჩაბი იქნებოდა.“


1

13 იანვარი 2026 14:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 115

ვინისიუსი უნდა გაეყიდა რეალს.მბაპე და ვინი ერთ გუნდში არ შეიძლება.


2

13 იანვარი 2026 15:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 291

ვინისიუსი კი არ უნდა გაეყიდა კარგი ნახევარმცველი და კარგი ერთი ან ორი ცენტრალური მცველი ეყიდს ბურთის განმანაწილებელი და დამჭერი არ ყავს გუნდს მოდრიჩი 40 წლის კაცი რო ყოლოდა ბარსასთან უეჭველი მოიგებდა იმ თამაშს მაგრამ ალონსომ არ მჭირდებაო მასყანტუონო მოიყვანა არაფრის მკეთებელი


3

14 იანვარი 2026 00:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 308
13 იანვარი 2026 15:03, mate71 says:

ვინისიუსი კი არ უნდა გაეყიდა კარგი ნახევარმცველი და კარგი ერთი ან ორი ცენტრალური მცველი ეყიდს ბურთის განმანაწილებელი და დამჭერი არ ყავს გუნდს მოდრიჩი 40 წლის კაცი რო ყოლოდა ბარსასთან უეჭველი მოიგებდა იმ თამაშს მაგრამ ალონსომ არ მჭირდებაო მასყანტუონო მოიყვანა არაფრის მკეთებელი

თუ არ ვცდები, ბარსასთან ბოლო წაგების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ 40 წლის მოდრიჩი იყო. კუნდეს რო დაასვა ბურთი ფეხზე საჯარიმოს წინ. 


4

14 იანვარი 2026 22:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 943
13 იანვარი 2026 14:02, F.C.B.flik says:

ვინისიუსი უნდა გაეყიდა რეალს.მბაპე და ვინი ერთ გუნდში არ შეიძლება.

მართალი ხარ მეგობარო,ვინი და მბაპე ერთ გუნდში გამორიცხულია.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (55)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)