მოურინიოს ეპოქა და კასილასის ახალი როლი

მაურინიოს სისტემას , ისევე როგორც ნებისმიერ რამეს, აქვს საკუთარი მინუსები და პლიუსები/დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგრამ დღეს მინდა გესაუბროთ არა მოურინიოს სქემის ნაკლოვანებებზე ან უპირატესობებზე, არამედ იკერ კასილასის როლზე ამ ახალ სქემაში, რომლის დევიზიცაა კარების მშრალად შენახვა.

ამჟამად ზამორას თასისთვის ბრძოლაში იკერ კასილასი ლიდერობს, მის ანგარიშზე ექვს მატჩში გაშვებული ორი გოლია. ჯერ კიდევ ადრეა რამის თქმა, იმიტომ რომ წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა ჩასატარებელი. მიუხედავად ამისა, გარკვეული რამ ეხლაც ნათელია: მეტოქეები იშვიათად უტევენ იკერ კასილასის სამფლობელოს, მას საიმედოდ იცავენ "თეთრების" დაცვის ხაზელები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ დაცვის ხაზში შეცდომის დაშვების უფლება ფეხბურთელებს არ აქვთ. თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ, ამით ჟოზეს დააღალატებენ, ხოლო მაურინიოს დაღალატებით კი თავისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომის ხანგრძლივ კურსს გამოიწერენ. პორტუგალიელი სპეციალისტი მზადაა მიიღოს შეცდომები, მაგრამ უდისციპლინობის, მოუმზადებლობის, კონცენტრაციის არ ქონის გამო ჩავარდნების მოთმენას ის სულაც არ აპირებს.

ვის თუ არა იკერ კასილასს, ეს სქემა ყველაზე მეტად აწყობს. "სტუმართმასპინძლობის" ტრადიციის მიმდევარი დაცვის ხაზი საშუალებას აძლევს მეკარეებს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ, მაგრამ ეს უკვე იკერ კასილასს არ ეხება, ვინაიდან მან საკუთარი ბრწყინვალე სეივებით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა. დაცვის "წყალობით", მან არაერთხელ მოახერხა მაყურებლების პირღიად დატოვება.

სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ამ ფორმაციის შემადგენლობაში იკერ კასილასი უმნიშვნელო როლს ითამაშებს. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ დღეიდან მისი თამაშში ჩართულობა შედარებით ნაკლებ შესამჩნევი იქნება. თუ თამაშიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემები შეიქმნება, იკერს მაქსიმალურ კონცენტრაციას მოთხოვენ. მის ხელებს, რომელთაც ძალუძთ სრულიად ფანტასტიკურ სიტუაციებში ბურთების მოგერიება, შედარებით ნაკლები სამუშაო ექნებათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად ითამაშებს და ამ სეზონში ზამორას ტიტულს დაეუფლება. ამავდროულად სეზონის ბოლოს ჩვენს მეხსიერებაში იკერის მიერ შესრულებული არც თუ ისე ბევრი ბრწყინვალე სეივი იქნება, განსხვავებით დე ხეასგან , ვალდესისგან , დიეგო ლოპესისგან და ა.შ. ასეთია ფეხბურთი.

ძალიან სამწუხაროა, იკერი ხომ ისეთივე ბრილიანტია, როგორც კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი, მაგრამ მაურინიოსთვის მთავარი არა გმირები, არამედ დისციპლინა და სერიოზულობაა. კასილასს ცივი ზამთარი ელის. ჩვენ გენიალურ მეკარეს არც თუ ისე ბევრი სამუშაო ექნება, ეს ფაქტია, მაგრამ...მისი შეცდომები უფრო შესამჩნევი გახდება! იკერს შედარებით ნაკლები შანსები ექნება მდგომარეობის გამოსასწორებლად. ღმერთმა ნუ ქნას, რომ თამაში ცუდად წარიმართოს, მაშინ ესპანელი მეკარე გმირიდან განტევების ვაცად იქცევა. ასეთ სათამაშო მოდელში გოლკიპერის თითოეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეცდომები ორმაგად საშიში და მიუტევებელი.

რას მივიღებთ საბოლოო ჯამში? უფრო მეტ წარმომადგენლობთ ფუნქციას, შედარებით ნაკლებ რეალურ სამუშას და ზამორას ტიტულის აჩრდილს ჰორიზონტზე. ასეთია ფეხბურთის ლოგიკა, რომელიც გამონაკლისებს თვით მსოფლიოს საუკეთესო მეკარისთვისაც კი არ უშვებს.


ამალიო მორატალია–Marca–ს ჟურნალისტი


წყარო: marca.com


ეს იყო მარკას მიმომხილველის აზრი , მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. უპირველეს ყოვლისა , მინდა ვთქვა , რომ შეუძლებელია ამ სტატიის დამწერს არ დაეთანხმო ერთ რამეში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა ყოფილიოყო ეს ჩვენთვის, რომ არა დაცვის ხაზის სუსტი თამაში და მუდმივი პრობლემები ამ რგოლში , ჩვენ ვერასდროს ვერ ვიხილავდით იმ ე.წ."სეივებს" , რასაც წმინდა იკერი (ასე უწოდებენ იკერს სამშობლოში) ახორციელებდა. სხვა თუ არაფერი, ვერასდროს ვნახავდით ისეთ "სეივს", როგორიც მან განახორციელა "სევილიასთან" თამაშისას (იგი ერთ–ერთ საუკეთესოდ აღიარეს). ეს ფეხბურთია, აქ როცა ერთი რგოლი ვარდება, მეორე ძლიერდება, ასე მოხდა "ბლანკოსებშიც", ვერ თამაშობდა დაცვის ხაზი? სამაგიეროდ მოწოდების სიმაღლეზე იდგა გოლკიპერი.

ერთადერთი , რაშიც არ ვეთანხმები ამ სტატიის დამწერს არის ის, რომ ჩემი აზრით, იკერ კასილასს, არასდროს ელის ის, რასაც ავტორი ამბობს, რა ფორმაციის შემადგენლობაც არ უნდა დააყენოს მოურინიომ იკერი უსაქმოდ და როლის გარეშე არასდროს არ დარჩება, თუნდაც იგივე ბოლო თამაში დეპორტივოსთან და კარვალიოს შეცდომა, იკერმა იმ მომენტში ბრწყინვალედ ითამაშა. უშეცდომო და გაუვალი არაფერი არ არსებობს, ყველაფრის საწინააღმდეგო წამალი მოიძებნება, უბრალოდ მე ვიმედოვნებ, რომ იკერის კომპეტენტურობას ეჭვქვეშ არავინ დააყენებს, მითუმეტეს მადრიდისტები, რომლებიც კასილასის წინაშე ვალში არიან (მე ასე ვფიქრობ). ვერავინ ვერ შეძლებს იმის თქმას, რომ კასილასის რამე მიღწევა დაცვის კარგი თამაშის დამსახურებაა, განსხვავებით იგივე ვალდესისგან, იმიტომ, რომ იკერმა ეს უკვე დაამტკიცა, სხვებს კი დასამტკიცებელი აქვთ... ესაა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • shvela
  • 5 ოქტომბერი 2010
  • 2 132
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)